"აღარც მე ვიქნები ვირის მუშა" - მსახიობ მანანა აბრამიშვილს "რუსთავი 2" ჰონორარს 6 თვეა არ ურიცხავს

 "აღარც მე ვიქნები ვირის მუშა" - მსახიობ მანანა აბრამიშვილს "რუსთავი 2" ჰონორარს 6 თვეა არ ურიცხავს

რუსთაველის თეატრის მსახიობი მანანა აბრამიშვილი "რუსთავი 2"-დან კუთვნილი ჰონორარის აღებას 6 თვეა უშედეგოდ ელოდება. მსახიობი

"რუსთავი 2"-თან წლების მანძილზე არაერთ პროექტთან დაკავშირებით თანამშრომლობს. "ამბები.გე" მანანა აბრამიშვილს დაუკავშირდა:

- მეუბნებიან ფული არ არისო და უკვე 6 თვეა ვერ ვიღებ კუთვნილ ჰონორარს.

- თქვენ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-თან, მოწვეული მსახიობის სტატუსით სხვადასხვა პროექტთან დაკავშირებით თანამშრომლობთ, რომელი პროექტიდან ვერ იღებთ კუთვნილ ჰონორარს?

- "დილა მშვიდობისა საქართველო" და "კომედი არხი" არ მირიცხავს თანხას. წლებია ვთანამშრომლობ მათთან და სულ ასე ტანჯვით რიცხავენ ფულს, მაგრამ ისე თუ გავიდოდნენ შვებულებაში, რომ 6 თვის დაგროვებულ ჰონორარს არ ჩამირიცხავდნენ, ნამდვილად არ მეგონა.

"კომედი არხიდან" საერთოდ წამოვედი ამ პრობლემის გამო, ერთი თეთრიც არ გადაუხდიათ, ისე მამუშავეს. "ხელოვნურ სუნთქვაში" ვთამაშობ და იქ მსგავსი პრობლემა საერთოდ არ არსებობს. უმაღლეს დონეზე არის აწყობილი ყველაფერი.

- თუ ვერ მიიღეთ კუთვნილი ჰონორარი, რა ზომებს მიმართავთ?

- აქედანაც ისევე წამოვალ როგორც "კომედი არხიდან". სხვა რა უნდა გავაკეთო? ჩივილს და აყალ-მაყალს ვერ ვიკადრებ. ვეტყვი, თქვენს სინდისზე იყოს-თქო და დავუქნევ ხელს. ვიცი, ამით არავინ შეწუხდება და გამომეკიდება, მაგრამ აღარც მე ვიქნები ვირის მუშა.

თამარ ბოჭორიშვილი

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები