რა პასუხს გასცემს დავით უსუფაშვილი ივანიშვილის ბრალდებებს - პარლამენტის თავმჯდომარე დღეს "360 გრადუსში"

რა პასუხს გასცემს დავით უსუფაშვილი ივანიშვილის ბრალდებებს - პარლამენტის თავმჯდომარე დღეს "360 გრადუსში"

დღეს, 20 სექტემბერს, ტელეკომპანია "PalitraNews-ის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის" მთავარი სტუმარი დავით უსუფაშვილი იქნება. პარლამენტის თავმჯდომარე ექს-პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს უპასუხებს.

გადაცემის მეორე ბლოკი დაეთმობა პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ მტკიცებულებებს ე.წ. 26 მაისის საქმეზე.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე. გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები