საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის არჩევა; გარჩევები "ნაციონალებში" - "360 გრადუსში"

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის არჩევა; გარჩევები "ნაციონალებში" - "360 გრადუსში"

დღეს, 5 იანვარს, ტელეკომპანია "PalitraNews-ის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის" მთავარი თემა - საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი გენერალური დირექტორის მოლოდინში. როგორ აფასებენ პროცესებს თავად დირექტორობის კანდიდატურები ვასილ მაღლაფერიძე და ნინო ზაუტაშვილი.

ასევე, რას მოუწოდებს ალეკო ელისაშვილი დავით ნარმანიას და რა პრეტენზიები აქვს მას მერიის მიმართ.

გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი ნიკოლოზ რურუა იქნება. თემით, რა ხდება ნაციონალებში?

დღეს გადაცემა "360 გრადუსში“ კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი თემები საინტერესო სტუმრებით.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა შეგიძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე "TV Palitranews – TV პალიტრანიუსი “

გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები