ია ანთაძე - საზოგადოებრივი მაუწყებელის თანამშრომლები არა ტესტირებას, არამედ ატესტაციას გაივლიან

ია ანთაძე - საზოგადოებრივი მაუწყებელის თანამშრომლები არა ტესტირებას, არამედ ატესტაციას გაივლიან

საზოგადოებრივი მაუწყებელის თანამშრომლები არა ტესტირებას, არამედ ატესტაციას გაივლიან, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველმა ია ანთაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა.

მისივე თქმით, კომისიამ უნდა აიღოს სიუჟეტები, რომელიც ბოლო 6 თვის განმავლობაშია მომზადებული და ამ სიუჟეტის მიხედვით უნდა შეაფასონ ჟურნალისტები. ანთაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ გეგმას სამურვეო საბჭო დაამტკიცებს, პროცედურები მაუწყებელზე უკვე არსებული ნორმების დაცვით ჩატარდება.

”ჩვენ ვსაუბრობთ არა ტესტირებაზე, არამედ ატესტაციაზე, იმ სქემით, რომელიც დამუშავებულია GIPA-სთან ერთად და რომლის დამუშავებაშიც მონაწილეობდნენ საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერები. სქემაში განზრახულია, რომ კომისიამ უნდა აიღოს სიუჟეტები, რომელიც ბოლო 6 თვის განმავლობაშია მომზადებული და ამ სიუჟეტის მიხედვით უნდა შეაფასონ ჟურნალისტები და პროდიუსერები. სიუჟეტების ნაწილი თვითონ ჟურნალისტებმა და პროდიუსერებმა უნდა მოიტანონ, ხოლო მეორე ნაწილი მიმართულების ხელმძღვანელებმა. ამ პროცედურის შემდეგ, მოხდება გაანალიზება გარკვეული კიტერიუმებით, თუ როგორი ნამუშევრებია. გთხოვთ, სიტყვა ტესტირება დაივიწყოთ, რადგან დღეს ამბობდნენ, თითქოს ეს სიტყვა მე ვახსენე. აქ ატესტაციასა და რანგირებაზეა საუბარი”, - განაცხადა ია ანთაძემ.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები