"რუსთავი2"-მა პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეწყვიტა

"რუსთავი2"-მა პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეწყვიტა

ტელეკომპანია "რუსთავი 2" საპროტესტო მაუწყებლობაზე გადადის, - ამის შესახებ "კურიერის" წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა "კურიერის" სპეციალურ გამოშვებაში განაცხადა, სადაც მაყურებელს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის განცხადება გააცნო. მისი თქმით, ეს არის პროტესტის უკიდურესი ზომა, რომელსაც შესაძლოა ტელევიზიამ მიმართოს.

"გვერწმუნეთ, ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო ადვილი ჩვენთვის. ეს არის პროტესტის უკიდურესი ზომა, რომელსაც შესაძლოა ტელევიზიამ მიმართოს, თუმცა, ჩვენ დღეს სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს. ჩვენი დუმილით ჩვენ შევეცდებით ხმა ყველას მოგაწვდინოთ. დღეიდან, უფრო ზუსტად კი ამ წუთიდან "რუსთავი 2" გადადის საპროტესტო მაუწყებლობაზე. ყველას გელოდებით კვირას, 14:30 საათზე, რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ. ერთად დავიცვათ "რუსთავი 2" და სიტყვის თავისუფლება", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები