სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის ეზოში კარვების გაშლა დაიწყეს

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის ეზოში კარვების გაშლა დაიწყეს

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"ს ეზოში კარვების გაშლა დაიწყეს. ეს გადაწყვეტილება აქციის ორგანიზატორებმა მხარდამჭერებთან ერთად მიიღეს. ისინი დღეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას აპროტესეტებენ.

გადაწყვეტილების მიხედვით, შპს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია შპს "პანორამა".

"ჩვენ ხვალვე ვაპირებთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული მექანიზმია ეს და ძალიან სერიოზული და შრომატევადი საქმეა ეს და დროს მოითხოვს, მაგრამ ვნახავთ, მაინც ვცდით ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში. ხვალ შეგვაქვს ამ გადაწყვეტილების შეჩერებაზე განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს ყველაფერი. ასევე მოვუწოდებ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ მათ ხელთ არის, განიხილონ ჩვენი სარჩელები ბოლოს და ბოლოს და მიიღონ გადაწყვეტილება, მათ შორის ანტიკონსტიტუციურობაზე და უკუძალაზე ამ მიმართულებით გადაწყვეტილების. ეს ორი სარჩელი თუ დაკმაყოფილდა, თავისთავად ცხადია, რომ ეს გადაწყვეტილება ავტომატურად გაუქმდება", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იხილეთ ვიდეო

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები