"მე ბოლომდე გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას" - მაკა ჩიჩუა "რუსთავი2-ში" მივიდა

"მე ბოლომდე გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას" - მაკა ჩიჩუა "რუსთავი2-ში" მივიდა

"რუსთავი2" -ში მხრდასაჭერად და პოზიციის დასაფიქსირებლად მივიდა პირველი ლედი მაკა ჩიჩუა. მისი თქმით ის  სრულ მხრდაჭერას უცხადებს "რუსთავი2"-ის გუნდს.

"პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ ტელევიზიის შენარჩუნება სრული შემადგენლობით. კრიტიკული ტელევიზია და თავისუფალი სიტყვა ყოველთვის იყო დემოკრატიული ქვეყნების მთავარი პრინციპი. თავისუფალი აზრის გარეშე განვითარება შეუძლებელია... ჩვენ ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს ტელევიზიების დახურვის და დატერორების. აღარ მინდა ის უბედურება რაც გამოვიარეთ. პრინციპულად მნიშვნელოვანია დღეს "რუსთავი2"-მა იმუშაოს, იყოს ამ შენობაში...მე ბოლომდე გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას," - აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

2 მარტს, უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი2"  ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშვს მიაკუთვნა.

იხილეთ ვიდეო

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები