"რუსთავი 2" რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს გეგმავს

"რუსთავი 2" რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს გეგმავს

ტელეკომპანია "რუსთავი 2" რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს გეგმავს. როგორც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა "რეაქციის" ეთერში განაცხადა, ეს იქნება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული აქცია, თუმცა პროცესების გაგრძელება სავარაუდოდ პოლიტიკური იქნება.

"ჩვენი მთავარი გეგმა არის საპროტესტო აქციები, სადაც ჩვენ მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ, პროდასავლურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას და საქართველოს მოქალაქეებს. ეს არის კოლექტივთან ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილება და მე მათ პოზიციას ვახმოვანებ. იქნება ეს ბარიკადები თუ რა მოთხოვნები იქნება, ამ წუთში უცნობია. ჩვენ ვგეგმავთ ძალიან დიდ საპროტესტო აქციას, სადაც იქნებიან ასევე პოლიტიკური ორგანიზაციები და უნდა გვესმოდეს, იქ, სადაც არიან პოლიტიკური ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, პროცესების გაგრძელება, სავარაუდოდ, იქნება პოლიტიკური. ჩვენი აქცია არის მხოლოდ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული, მაგრამ როგორ გადაწყვეტენ საპროტესტო მუხტის გამოყენებას პოლიტიკური პარტიები, ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები