ნიკა გვარამია - სრულ უფლებამოსილებას ვანიჭებთ პოლიტიკურ ძალებს, მიიღონ მონაწილეობა ჩვენს აქციებში

ნიკა გვარამია - სრულ უფლებამოსილებას ვანიჭებთ პოლიტიკურ ძალებს, მიიღონ მონაწილეობა ჩვენს აქციებში

"რუსთავი 2" რუსთაველის გამზირზე 12 მარტს, 14:00 საათზე საპროტესტო აქციას გამართავს, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. მან ყველა პოლიტიკურ ძალას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საქართველოს მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდა.

"აქ იქნებიან "რუსთავი 2"-ის სახეები, იქნება საპროტესტო აქცია-კონცერტი "რუსთავი 2"-ის მეგობრების მონაწილეობით და აქ იქნებიან პოლიტიკური ძალებიც. ჩვენ ვხედავთ, რომ აქ იქნებიან პოლიტიკური ძალები. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკურად სტერილურად ეს პროცესები ვერ განვითარდება, ამიტომ სრულ უფლებამოსილებას ვანიჭებთ პოლიტიკურ ძალებს, მიიღონ მონაწილეობა ჩვენს აქციებში, მიმართონ საკუთარ ამომრჩეველს და მოითხოვონ ის პოლიტიკური ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყანაში თავისუფალი მედიის მდგრადობას, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, დემოკრატიის მდგრადობას და არ გადახვევას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები