უნდა გაუქმდეს თუ არა პრეზიდენტის უშიშროების საბჭო?; რამდენად გაამართლებს ახალი კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ? - "360 გრადუსში"

უნდა გაუქმდეს თუ არა პრეზიდენტის უშიშროების საბჭო?; რამდენად გაამართლებს ახალი კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ? - "360 გრადუსში"

დღეს, 21 აპრილს, ტელეკომპანია "PalitraNews-ის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის" მთავარი თემა - როგორ აფასებენ პრეზიდენტის უშიშროების საბჭოს გაუქმებას და რამდენად ეფექტური გადაწყვეტილებაა ეს.

გადაცემის მეორე ნაწილში - ახალი კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ. ემხრობიან თუ არა ამ კანონს?

გადაცემის სტუმრები: დავით რაქვიაშვილი, დავით მესხიშვილი, ვასო ურუშაძე.

დღეს გადაცემა "360 გრადუსში" კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი თემები საინტერესო სტუმრებით.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა შეგიძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე "TV Palitranews – TV პალიტრანიუსი "

გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები