თინა კანდელაკი ისევ ავარიაში მოყვა

თინა კანდელაკი ისევ ავარიაში მოყვა

მოკლედ, დღე არ გა­ვა, რამე ახალი არ ჩაიდინოს თინა კანდელაკმა. არ ამოასუნთქა ხალხი. ხან რაღაც სკანდალებში ეხვევა, ხან რამე ორიგინალურს სჩადის, ხან კი­დევ... ავარიაში ხვდება.

ალბათ ყველას გახსოვთ ცნობილი ავარია ნიცაში, მილიარდერ კერიმოვთან ერთად, რის შემდეგაც თინას ხელ-ფეხი დაეწვა და ნაიარევები ტატუებით დაიფარა. ამჯერად მისი კუთვნილი Audi Q7 წინ მდგარ მანქანას ”შეაჯდა”.

”მეტისმეტად ცუდი გზა იყო, ცუდად ვხედავდი, მოსახვევში გაბარიტები ვერ გავთვალე, - თავი იმართლა თინამ, - მცირე ნაკაწრი მაქვს, მეორე მანქანა კი მაგრად დაზარალდა”.

რუსეთში უკვე ხუმრობენ, რომ თუ თინას დაინახავ მანქანით, გვერდი უნდა აუარო ან გაჩერდე და გაატარო, თორემ აუ­ცილებლად ავარია გელის.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები