ტელეკომპანია "იმედის" შესყიდვა უკრაინელებს სურთ

ტელეკომპანია "იმედის" შესყიდვა უკრაინელებს სურთ

ტელეკომპანია "იმედის" შესყიდვა უკრაინელებს სურთ, - ასეთ ინფორმაციას "ინტერფაქსი" და "ნიუსრუ" ავრცელებენ.

რუსული მედიის ცნობით, ტელეკომპანია "იმედის" შესყიდვა უკრაინულ პიარ-კომპანიას სურს. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული კომპანია, რომლის სახელიც არ ხმაურდება, უკვე ერთი თვეა ქართულ მხარესთან მოლაპარაკებას აწარმოებს. მათივე ცნობით, "იმედის" გენერალურ დირექტორად შესაძლოა უკრაინული ტელეკომპანია "1+1"-ის საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელი ოქსანა ზინოვიევა დაინიშნოს.

"ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუპის" გენერალური დირექტორის მოადგილე ეკა წამალაშვილის განცხადებით, აღნიშნული მოლაპარაკებების თაობაზე მან არაფერი იცის. "ეს ინფორმაცია პირველად თქვენგან მესმის. მსგავსი მოლაპარაკებების შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" წამალაშვილმა.

"ინტერპრესნიუსმა" "ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუპის" გენერალურ დირექტორ გიორგი არველაძესთანაც სცადა დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები