პატარკაციშვილის ოჯახისთვის უცნობია, აპირებს თუ არა უკრაინული კომპანია "იმედის" შესყიდვას

პატარკაციშვილის ოჯახისთვის უცნობია, აპირებს თუ არა უკრაინული კომპანია "იმედის" შესყიდვას

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის უცნობია აპირებს თუ არა უკრაინული კომპანია "იმედის" შესყიდვას.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის პრესსამსახურში განუცხადეს, გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახისთვის უცნობია, მართლაც სურს თუ არა უკრაინულ პიარ-კომპანიას ტელეკომპანია "იმედის" შეძენა.

"ოჯახი კვლავინდებურად თვლის, რომ "იმედი" მათ ეკუთვნით და საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში ტელეკომპანიის დაბრუნებისთვის ბრძოლას აგრძელებს", - განაცხადეს პრესსამსახურში.

"ინტერფაქსისა" და "ნიუსრუს" ცნობით, ტელეკომპანია "იმედის" შესყიდვა უკრაინულ პიარ-კომპანიას სურს. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული კომპანია, რომლის სახელიც არ ხმაურდება, უკვე ერთი თვეა ქართულ მხარესთან მოლაპარაკებას აწარმოებს. მათივე ცნობით, "იმედის" გენერალურ დირექტორად შესაძლოა უკრაინული ტელეკომპანია "1+1"-ის საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელი ოქსანა ზინოვიევა დაინიშნოს.

"ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუპის" გენერალური დირექტორის მოადგილე ეკა წამალაშვილის განცხადებით, აღნიშნული მოლაპარაკებების თაობაზე მან არაფერი იცის. "ეს ინფორმაცია პირველად თქვენგან მესმის. მსგავსი მოლაპარაკებების შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" წამალაშვილმა.

"ინტერპრესნიუსმა" "ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუპის" გენერალურ დირექტორ გიორგი არველაძესთანაც სცადა დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები