რატომ წავიდა ნანა ლეჟავა "კავკასიიდან" "მაესტროზე"

რატომ წავიდა ნანა ლეჟავა "კავკასიიდან" "მაესტროზე"

ჟურნალისტ ნანა ლეჟავას სტუდია "ჯი-ენ-ესის" პროექტი "კვირის რეპორტაჟი" 13 ივნისიდან "კავკასიის" ნაცვლად, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გავა. ამ კვირას კი გადაცემა ეთერში საერთოდ არ იქნება იმ მიზეზით, რომ ქუდის განახლებაზე და პრომოუშენზე მიდის მუშაობა. როგორც "რეზონანსს" გადაცემის ავტორმა ნანა ლეჟავამ განუცხადა, "მაესტროზე" გადასვლის მიზეზი მხოლოდ ის ფაქტია, რომ "მაესტრო" სატელიტზე გავიდა და მეტი მაყურებელი ეყოლებათ.

დამოუკიდებელი ჟურნალისტური ორგანიზაცია - სტუდია "ჯი-ენ-ეს" 2008 წლის 10 ოქტომბერს ჟურნალისტებმა ნანა ლეჟავამ და თამარ რუხაძემ დააფუძნეს. რამდენიმე თვის წინ თამარ რუხაძემ სტუდია დატოვა და ტელეკომპანია "მაესტროს" საინფორმაციო სამსხურის უფროსად დაინიშნა. სტუდიის პირველი პროექტი ნანა ლეჟავას საავტორო გადაცემა "კვირის რეპორტაჟია", რომელიც ყოველ კვირა დღეს, 21:00 საათზე ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში გადიოდა.

- რა მიზეზით მოხდა "კავკასიდან" "მაესტროზე" გადასვლა?

- ჩვენს გადაწყვეტილებას ერთადერთი მიზეზი აქვს - ტელეკომპანია "მაესტრო" სატელიტზე გავიდა და შესაბამისად, უფრო მეტი ადამიანი შეძლებს ჩვენი გადაცემის ყურებას. გვინდა, რომ მეტი მაყურებელი გვყავდეს და მეტმა ადამიანმა გაიგოს ის ამბები, რაც ჩვენს გადაცემაში შუქდება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გადასვლა. სხვა მიზეზი არ ყოფილა.

- ვინ იქნება გადაცემის დაფინანსების წყარო, ისევ დონორი ორგანიზავიები დაგაფინანსებენ, თუ "მაესტროს" ხელმძღვანელობა მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას?

- ყველაფერი რჩება ისევ ისე, როგორც აქამდე. ჩვენ გადაცემა გადაგვაქვს მხოლოდ, სტუდია "ჯი-ენ-ესი" რჩება დამოუკიდებელ სტუდიად, დაფინანსებაც იქნება ისევ დონორების, "მაესტროს" ხელმძღვანელობას ამ პროცესში არანაირი როლი არ ექნება.

- ანუ "მაესტრომ" მხოლოდ საეთერო დროს დაგითმობთ და სხვა სახის მონაწილეობას ისინი არ მიიღებენ?

- ერთადერი შესაძლოა ერთობლივად ტექნიკური შეფუთვა გავაკეთოთ. ჩემი სურვილიც არის ეს, რადგან 2 წელია ეს გადაცემა გადის და საჭიროა ქუდის და იგივე პრომოუშენის განახლება. ამაზე უკვე მიდის მუშოაბა. ქუდის შეცვლა ჩვენც გვინდოდა, მაგრამ არ გვქონდა ამის შესაძლებლობა, ახლა უკვე გვექნება.

- ვისგან მიიღეთ გადასვლის შესახებ შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!?

- ასე კონკრეტული პირისგან არ მიმიღია შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!. "მაესტროზე" მუშაობს სტუდია "ჯი-ენ-ესის" ერთ-ერთი დამფუძნებელი თამარ რუხაძე. ასევე კარგი ურთიერთობები მაქვს ეროსი კიწმარიშვილთანაც და კახა ბექაურთანაც. ასე რომ, გვქონდა ერთობლივი საუბრები, ის ხალხი, ვინც "მაესტროში" მუშაობს ჩემთვის არ არის უცხო. ამიტომ ასეთი ოფიციალური შეხვედრა და შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არც ყოფილა, რადგან ისედაც ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს ამ დამიანებთან. ერთად მივხვდით, რომ ასე აჯობებდა გადაცემისთვის.

- ანუ ამ კვირას უკვე "მაესტროზე" გავა გადაცემა "კვირის რეპორტაჟი"?

- ამ კვირაში საერთოდ არ გავა გადაცემა ეთერში არც ერთ არხზე, რადგან ქუდზე ვმუშაობთ და განახლება ხდება პრომოუშენის.

- როგორ შეხვდა "კავკასიის" ხელმძღვანელობა თქვენს წასვლას?

- "კავკასიის" ხელმძღვანელობასთან მაქვს ძალიან კარგი დამოკიდებულება. ნინო ჯანგირაშვილს პირადადაც და საჯაროდაც ძალიან დიდი მადლობა გადავუხადე და ჩვენ ვრჩებით მეგობრებად, გადაცემის გადასვლა ჩვენს ურთიერთობაზე არ აისახება. ნინო ჯანგირაშვილმა "კვირის რეპორტაჟისთვის" ბევრი გააკეთა.

- ისევ ერთი დონორი გყავთ - "ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო", თუ კიდევ სხვა დონორებიც დაგაფინანსებენ?

- ამ ეტაზპე მხოლოდ "ღია საზოგადოება" გვაფინანასებს.

ლანა ბერიძე

გაზეთი ”რეზონანსი”

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები