რომელი არხები ეპატიჟებიან ბიძინა ბარათაშვილს?

 რომელი არხები ეპატიჟებიან ბიძინა ბარათაშვილს?

ტელეკომპანია "იმედში" დიდი ცვლილებებია - გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ოთარ ბუბაშვილის ნაცვლად თემურ ხუბულავა დაინიშნა, რომელიც "იმედში" იმ დროსაც მუშაობდა, როდესაც ტელეკომპანიის მფლობელი ბადრი პატარკაციშვილი იყო.

ხუბულავა დღემდე ტელეკომპანიის ტექნიკურ სამსახურს ხელმძღვანელობდა. თანამდებობა დატოვა ტელეკომპანიის მმართველი საბჭოს ხელმძღვანელმა ბიძინა ბარათაშვილმაც.

- ბატონო ბიძინა, რატომ წამოხვედით ტელეკომპანია "იმედიდან"?

- ახალ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობა იმ ფორმით, რომელიც ჩემთვის სასურველი და მისაღები იყო, არ შედგა. ტელევიზია არის გუნდური საქმე. მე ვიყავი იმ ტელევიზიის გუნდის წევრი და ხელმძღვანელი, რომელმაც ტელეკომპანია "იმედი" მიიყვანა ლიდერის პოზიციამდე. შემდეგ ეს გუნდი ნელ-ნელა დაიშალა, ჰოლდინგში კი ახალი ხელმძღვანელობა გამოჩნდა და გადაწყვიტეს, ახალი სტრატეგიით გასძღოლოდნენ საქმეს - გააუქმეს რამდენიმე თანამდებობა, რომელიც, ჩემი აზრით, განმსაზღვრელი და აუცილებელი იყო.

- რომელი თანამდებობები გაუქმდა?

- კომპანიის პროდიუსერის, რომელზეც ბატონი ოთარ შამათავა მუშაობდა, პროგრამების დირექტორის თანამდებობა, რომელზეც გია ტოგონიძე მუშაობდა, სოციოლოგიური სამსახურის უფროსის თანამდებობა და ა.შ. მოკლედ, დაიშალა ის გუნდი, რომელთანაც ვმუშაობდი. გასული წლის სექტემბრიდან გადავედი კომპანიის მმართველ საბჭოში, რომლის მუშაობაც არ აეწყო ისე, როგორც ვგეგმავდი. შესაბამისად, როდესაც თავს გარიყულად გრძნობ და ხვდები, რომ არ ხარ გუნდის წევრი, უნდა ადგე და წამოხვიდე. უფუნქციოდ ყოფნას წამოსვლა სჯობს. ასეც მოხდა, ოღონდ სკანდალისა და ჩხუბის გარეშე.

- დარჩენა არავის უთხოვია?

- წამოსვლაზე ჰოლდინგ "იმედის" ხელმძღვანელ გიორგი არველაძეს ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში ვესაუბრე. თუმცა მე მაინც მქონდა გარკვეული ვალდებულებები არხის წინაშე და გამგზავრებამ მომიწია უცხოეთში. როდესაც თბილისში დავბრუნდი, ჩემსა და გიორგი არველაძეს შორის კიდევ ერთი საუბარი გაიმართა. სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ ერთმანეთს უნდა დავშორებოდით.

- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ ახლანდელი "იმედის" გადაცემები არ მოგწონთ, რადგან ისინი, ძირითადად, სექსზეა ორიენტირებული...

- ზოგადად, სექსის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით (იცინის), მაგრამ ამ შემთხვევაში გემოვნებაზეა საუბარი. არასდროს მითქვამს, რაც მომწონს მაინცდამაინც იმაზე უნდა იყოს მთელი არხი ორიენტირებული-მეთქი.

- ახლა რას აპირებთ, რომელიმე ტელეკომპანიიდან თუ გაქვთ შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!?

- დავიწყოთ იქიდან, რომ მე ვარ ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი. ახლა სწორედ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული. ცოტას დავისვენებ და შემდეგ მივხედავ საქმეს, სხვათა შორის, ტელეკომპანიიდან წამოსვლისთანავე მივიღე რამდენიმე მიწვევა სხვადასხვა არხზე. გარდა ამისა, სხვა მიმართულებითაც მაქვს შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! და არ გამოვრიცხავ, რომ სამომავლოდ ტელევიზიას საერთოდ ჩამოვშორდე და სხვა სფეროში განვაგრძო საქმიანობა.

- პოლიტიკაში ან საზღვარგარეთ სასწავლებლად ხომ არ აპირებთ წასვლას?

- (იცინის) ბიზნესსა და პოლიტიკაში ნამდვილად არ ვაპირებ წასვლას. ჯერ ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონო, დაველაპარაკო მეგობრებს და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ უკვე 4 შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მაქვს.

- ბატონო ბიძინა, როდესაც ტელეკომპანიიდან წამოხვედით, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "იმედი" იყიდება და რეორგანიზაციაც ამიტომ მოხდა.

- ეს ამბავი საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს. მეც მათგან გავიგე. დაწერეს, თითქოს უკრაინელი ქალბატონი, ვინმე ზინოვიევა ყიდულობს "ტელეიმედს". ამის შესახებ გიორგი არველაძეს ჰკითხეთ. მე გასული წლის სექტემბრიდან მენეჯმენტში არ ჩამახედეს და წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა კომპანიაში.

- გიორგი არველაძემ თუ დაგირეკათ მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია დატოვეთ?

- არა. მე და გიორგის ერთმანეთთან არ გვაქვს ისეთი ურთიერთობა, რომ ერთმანეთი მოვიკითხოთ. სხვათა შორის, ჩვენი დაშორების ერთ-ერთი მიზეზი ურთიერთობის დეფიციტიც იყო.

- ტელეკომპანია "იმედი" სხვა ტელევიზიებთან ერთად ნაციონალურ არხად მიიჩნევა...

- ბადრი პატარკაციშვილის დროინდელი "იმედი" ოპოზიციურ არხად მიიჩნეოდა, ახლა ამბობენ, ნაციონალურიაო. მე პოლიტიკურ პროცესებში არ ვერეოდი, კომპანიაში ჩემი მოვალეობა იყო ზოგადი მენეჯმენტის წარმართვა და ჩემს საქმეს ვაკეთებდი.

- როგორ პარალელს გაავლებთ ბადრი პატარკაციშვილის დროინდელ "იმედსა" და ახლანდელ "იმედს" შორის?

- ადრე "იმედი" ორიენტირებული იყო შემეცნებით-საგანმანათლებლო გადაცემებზე. გარდა ამისა, ფინანსურადაც საკმაოდ ძლიერად ვიყავით. გადაცემების მომზადებაზე დიდძალი თანხა იხარჯებოდა, არადა, "იმედი" არ იყო კომერციული არხი. თუმცა გვქონდა საშუალება, ისეთი პროექტები გვეკეთებინა, რომელიც შემოსავალს მოგვიტანდა.

მაგრამ ჩვენ გვქონდა კულტურული პროექტები. შეიძლება ითქვას, რომ იმხანად, "იმედს" საზოგადოებრივი არხის ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული, დღეს კი ამის საშუალება აღარ არის. არხი გადასულია კომერციულ პროექტებზე, რათა თავი შეინახოს. ორივე სახის ტელევიზიას აქვს არსებობის უფლება, მერე რა, რომ მე ძველი "იმედი" უფრო მომწონდა? ადრე, აკა მორჩილაძის ისტორიულ გადაცემას უფრო დაბალი რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე გადაცემას "ღამე შორენასთან ერთად". როდესაც არხი თვითდაფინანსებაზეა, ძალაუნებურად უწევთ ასეთი სახის გადაცემების მომზადება, მაღალ მატერიებზე ზრუნვის დრო უკვე აღარ არის.

- თუ საიდუმლო არ არის, რამდენი მილიონი ლარის დავალიანება ჩამოეჭრა პრეზიდენტის განკარგულებით ტელეკომპანია "იმედს"?

- ვერ გეტყვით, რადგან ასეთ საკითხებში არ მრევდნენ. თუმცა ვიცი, რომ მდგომარეობა საკმაოდ დუხჭირი იყო.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები