ნატა ნიჟარაძე "სამოთხის ვაშლებს" დაემშვიდობა

ნატა ნიჟარაძე "სამოთხის ვაშლებს" დაემშვიდობა

ნატა ნიჟარაძე "პირველ არხზე" "რუსთავი-2"-დან მივიდა და "სამოთხის ვაშლების" წამყვან სამ ქალბატონს შეუერთდა, თუმცა ორიოდე კვირაა, ნატა მათთან ერთად აღარ ჩანს. რასაკვირველია, ბუკლიკოს მახვილ თვალს ეს არ გამოეპარებოდა და შესაბამისად, ნატასთან ამბის გადამოწმება გადავწყვიტე.

ნატა ნიჟარაძე:

- "სამოთხის ვაშლებში" აღარ ვარ. "საზოგადოებრივ რადიოში" გადავედი, სადაც მალე გავა ჩემი ახალი გადაცემა "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე". მოგეხსენებათ, ეს ლანა ღოღობერიძის ფილმის სათაურია. ქალბატონ ლანასთან არის შეთანხმებული, რომ მისი ფილმის სათაურს გამოვიყენებთ.

- გადაცემა რას შეეხება?

- ცნობილ ადამიანებთან ვისაუბრებ ყველაფერზე, მათი საქმიანობის გარდა.

- "სამოთხის ვაშლები" საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვე?

- არა, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ასე. მითხრეს, რომ ამ ეტაპზე რადიოში უფრო საჭირო ვიყავი.

- გული არ გწყდება?

- არაფერზე არ მწყდება გული, რადგან როცა გეუბნებიან, რომ სადღაც საჭირო ხარ, ეს უფრო საინტერესოა. ყველაფერს ისე უნდა შეხედო, როგორც თავგადასავალს. მე ძალიან მიყვარს ცვლილებები, ვნახოთ, როგორი გადაცემა გამოვა, იქნებ, ძალიან პოპულარული გახდეს. თუ არადა, ყოველთვის შეიძლება სხვა რაღაცის მოსინჯვა (იღიმება).

მოკლედ, ნატა ამჯერად რადიოდან გაგვახალისებს, წარმატებებს ვუსურვებ მის ახალ გადაცემას.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები