გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნატოს მინისტერიალზე ქართველი ჟურნალისტი, ფრანგული რადიო FRANCE-ს კორესპონდენტი გიორგი ფოფხაძე მოიწამლა.
სპეციალისტებმა მის სისხლში მომწამვლელი ნივთიერება "ფენობარბეტალი" აღმოაჩინეს. ჟურნალისტი სამი დღის განმავლობაში ჰოსპიტალში მკურნალობდა, ამჯერად მკურნალობის კურსს შინ გადის. გიორგი ფოფხაძე ეჭვობს, რომ საქართველოს ხელისუფლების დავალებით მოწამლეს.
"ვფიქრობ, ეს გააკეთა საქართველოს მთავრობამ ჩემი პროფესიული მოღვაწეობიდან გამომდინარე. შემსრულებლებთან არ მაქვს პრეტენზია, ერთი საცოდავი და არარაობა ადამიანები არიან, ისეთები, ორი მანეთის გულისთვის საკუთარ დედას რომ გაყიდიან საჯაროდ. დამკვეთი რომელია, ესაა საინტერესო," - აცხადებს გიორგი ფოფხაძე და საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო სკანდალით ემუქრება.
ნათია დოლიძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)