პარლამენტში ირწმუნებიან, რომ პრესისთვის საგადასახადო შეღავათების მოხსნას არ დაუშვებენ.
სპეციალური განცხადება პრესისთვის შეღავათების მოხსნაზე ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, საგადასახადო რეჟიმი პრესასთან მიმართებაში იგივე დარჩება, რაც დღეს არის და არაფერი შეიცვლება.
ბაქრაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილს სთხოვა, ახალი საგადასახადო კოდექსის განხილვისას ხვალ, კომიტეტის სხდომაზე ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, მედიის წარმომადგენლებიც მიიწვიოს, რათა დამატებითი კითხვები აღარ არსებობდეს.
ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლებას თავისუფალი მედიისადმი მხარდაჭერა არაერთხელ გამოუთქვამს და, ტელევიზიების საგადასახადო შეღავათის დაწესების ფონზე, პრესას მდგომარეობის გაუარესება ნამდვილად არ ემუქრება.