ნუკი კოშკელიშვილს უმცროსი და თაყვანისმცემლებს უწუნებს

ნუკი კოშკელიშვილს უმცროსი და თაყვანისმცემლებს უწუნებს

სიურპრიზებს ხშირად უწყობს. შვიდი წლის ელენეს, იმავე ბუბუს საყვარელი ჯგუფიც ჰყავს და უფროს დას რჩევებსაც აძლევს. ამ ყველაფერს ერთმანეთზე საოცრად შეყვარებული დების ინტერვიუდან შეიტყობთ.

ბუბუ:

- მე ელენე მქვია, თუმცა ყველა ბუბუს მეძახის. ეს სახელი ჩემმა დამ შემარქვა.

ნუკი:

- რომ წამოვიზარდე, დედამ იფიქრა, ნუკი მომეხმარება პატარის გაზრდაშიო და 12 წლის შემდეგ გააჩინა ბუბუ.

- ბუბუ, შენი დის საქმიანობა მოგწონს?

- კი, მაგრამ მე ჟურნალისტობა არ მინდა, სტომატოლოგი უნდა გამოვიდე. ისე, ჩემი და ძალიან საყვარელია, სულ სიურპრიზებს მიკეთებს. ერთი კვირის წინ დაბადების დღე მქონდა მთაწმინდის პარკში და ყველაზე მეტად ჩემი დის საჩუქარი, ბარბი მომეწონა. ნუკი კარგია, არასოდეს მეჩხუბება. სულ მასეირნებს პარკში. ბათუმშიც ვიყავით ერთი კვირის წინ.

- დასასვენებლად მარტო დადიხარ?

ნუკი:

- კი. ხშირად უცნობებს ბუბუს დედა ვგონივარ (იცინის).

- შენი მეგობრები რას გეუბნებიან ნუკიზე, კარგი და გყავსო?

ბუბუ:

- არა, ტელეფონის ნომრებს მთხოვენ.

- სახლში სამსახურიდან რომ ბრუნდება, ნუკი რას აკეთებს?

- ხან კომპიუტერთან ჯდება, ხან იძინებს. მერე მეგობრებთან მივყავარ. ნუკის მეგობრები ჩემი მეგობრებიც არიან, მათ ჭამაში ვეჯიბრები ხოლმე.

- ნუკი, დასვენებას პატარა დასთან ერთად როგორ ახერხებ?

- შემიძლია ვთქვა, რომ ბუბუ ბავშვობიდანვე ჩემი გაზრდილია, დედაჩემთანაც ისე აღარ რჩება, როგორც ჩემთან. სკოლაშიც კრებებზე მე დავყვები. ახლახან ექსკურსიაზე ვიყავი მასთან ერთად მცხეთაში, ერთი სიტყვით, მეორე დედა ვარ. ზოგჯერ ნუკის ნაცვლად დედა წამოსცდება ხოლმე.

- ნუკის ნივთებით სარგებლობ?

ბუბუ:

- კი, ნუკი არაფერს მიშლის, ახლა ბათუმში რომ ვიყავით, სულ მისი მაისურები მეცვა. თბილისში ცხელოდა და ბათუმში წავედით დასასვენებლად, თუმცა იქაც საშინელი სიცხე იყო.

- ნუკის ბიჭები ურეკავენ ხოლმე?

ბუბუ:

- კი, ურეკავენ, თუმცა რას ეუბნებიან არ ვიცი, ისე საჩუქრებსაც უგზავნიან - ვარდებსა და სუნამოებს. ერთხელ ჩუპაჩუპსი აჩუქეს.

- ბუბუ, ვინ გყიდულობს ტანსაცმელს?

- უფრო ხშირად ნუკი. მე მისი შერჩეული მომწონს.

- სკოლაში როგორ სწავლობ?

ნუკი:

- სხვათა შორის, ძალიან კარგად, განსაკუთრებით მათემატიკა უყვარს. პირველი კლასის მოსწავლე ერთნაირად კითხულობს ქართულადაც და რუსულადაც. მასწავლებელმა მითხრა, კლასში მათემატიკაში ყველაზე სწრაფად ეს აზროვნებსო.

- ბუბუ, სილამაზის კონკურსში მონაწილეობა არ გინდა?

ბუბუ:

- არა, არ მომწონს.

ნუკი:

- ბუბუ ჩემგან რადიკალურად განსხვავებულია, ვინმეს ჩემთვის რომ ეთქვა, სილამაზის კონკურსში მიიღებ მონაწილეობასო, მაშინვე წამოვხტებოდი და მაგიდაზე დავიწყებდი სიარულს, რომ ეთქვათ, ხატვა იციო, მაშინვე კედლებზე დავხატავდი რაღაცებს. ეს ძალიან დალაგებულია, ზუსტად იცის რა უნდა, ზუსტად იცის, მისი ტანისამოსი სად და როგორ უნდა იყოს, ოჯახში თითქმის ყველას ჭკუას გვარიგებს. მე ასეთი არ ვყოფილვარ. გინდა გაცინოთ? სადღაც კაფეში რომ შევალთ ხოლმე და ნაყინს შევუკვეთთ, ზოგჯერ მეუბნება: აქ დიდი პორციებია, ბოლომდე ვერ შევჭამ, ამიტომ საერთოდაც არ მინდაო (იცინის), ყველას გვაოცებს ხოლმე.

- ნუკი რჩევებს გეკითხება ხოლმე?

- იცი როგორი გონიერია, დავისვამ ხოლმე და ვეკითხები ამ ბიჭზე რას მეტყვი, მოგწონს, ესეც თავის აზრს აყალიბებს. საიდუმლოსაც კარგად ინახავს, თუ რამის თქმა უნდა, ჩუმად გამიყვანს და მეუბნება: ეს ის არის, ვისზეც მაშინ მითხარი?. ხომ ვამბობ, ძალიან ჭკვიანია.

ბუბუ:

- მე მომწონს ნუკის ერთი თაყვანისმცემელი, ნუკის ხან მოსწონს, ხან არა.

- ანუ არის ვინმე მნიშვნელოვანი პიროვნება შენს ცხოვრებაში?

ნუკი:

- სერიოზული არავინ. ისე, თუ ვინმე ბიჭს შევხვდები, ბუბუც სულ თან დამყავს, აბა, ვინ უნდა შემიფასოს. ბუბუ ძალიან კრიტიკულია, ამიტომ ჩემმა მომავალმა მეუღლემ ჯერ ბუბუს უნდა მოაწონოს თავი და მერე მე (იცინის). ხშირად მეუბნება: შენთვის ეს ძალიან მსუქანია, ეს გამხდარი, ეს პატარა. შეიძლება ბიჭი თან გადაყვეს, ეთამაშოს, მაგრამ ბუბუს სულაც არ მოეწონოს.

- ნუკი რომ გათხოვდეს და სხვა სახლში გადავიდეს, რას იზამ?

- გავგიჟდები.

- ნუკი თავიდანვე ასე შეგიყვარდა ბუბუ?

- არა, საშინლად არ მომეწონა, თუმცა მთელი სამშობიარო ლაპარაკობდა: რა ლამაზი ბავშვი დაიბადაო. 12-13 წლის რომ ვიყავი, მისი გასეირნება არ მინდოდა, რადგან მაშინ ახლანდელი აღნაგობა მქონდა, თუმცა სახეზე მეტყობოდა, რომ ბავშვი ვიყავი. ამიტომ ყველა ისეთი თვალებით მიყურებდა, არ რცხვენია, ასეთი პატარა რომ გათხოვდაო (იცინის)?!

- ბუბუ, როგორი ბიჭი გემეტება ნუკისათვის?

- ძალიან ლამაზი, კარგი. ჩემს დას უნდა მოუაროს. იმიტომ უნდა მოუაროს, რომ ძალიან კარგია ნუკი. მას უნდა ჰქონდეს შავი თმა, ცისფერი თვალები და კარგი სამსახური. მეტი არ ვიცი.

ნუკი:

- შენც ძალიან უნდა უყვარდე ხომ?

ბუბუ:

- მე უბრალოდ. მინდა, რომ შენ უყვარდე და ყველაზე ბედნიერი იყო.

ნუკი:

- მეც ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ, ბუბუ. მინდა. ცხოვრებაში ყველაფერი კარგი გქონდეს და ამაში მე, რა თქმა უნდა. წვლილს შევიტან.

ნონა ვაშაყმაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები