მოსკოვში კიდევ ერთი ჟურნალისტი მოკლეს

მოსკოვში კიდევ ერთი ჟურნალისტი მოკლეს

ტელეკომპანია ”ექსპერტი”-ს საინფორმაციო გამოშვების წამყვანი 26 წლის დიმიტრი ოკერტი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს.

ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა ცხედარი დანაშაულის ჩადენიდან მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ აღმოაჩინეს.

ამ ეტაპზე გაურკვეველია მკვლელობის მიზეზი, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ჟურნალისტი ახლობელმა ადამიანმა მოკლა.

მისი ერთ-ერთი მეგობრის განცხადებით, მკვლელობის ადგილზე არ არის ჩხუბის კვალი, სახლიდან მხოლოდ ნოუთბუქია წაღებული. ეს კი იმის მომასწავებელია, რომ ჟურნალისტი მკვლელს კარგად იცნობდა და კარიც თავად გაუღო.

"იგი იყო ადამიანი, რომელმაც თავი მთლიანად ტელევიზიას მიუძღვნა, მას არ ჰყავდა მტრები და გამოძიებებში მონაწილეობას არ იღებდა. იყო ძალზედ საინტერესო ადამიანი, ვისგანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა", - ნათქვამია მედიაჰოლდინგ "ექსპერტის" განცხადებაში.

ჟურნალისტის მკვლელობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები