მიშა მშვილდაძე დარწმუნებულია, რომ გემოვნებიან ადამიანთა რიგს მიეკუთვნება. წონის გამო ჩაცმასთან დაკავშირებით გემოვნების გამომჟღავნებას ვერ ახერხებს. სულ ცდილობს, ღორმუცელობას თავი დააღწიოს, მაგრამ არ გამოსდის. ქართული სერიალებიდან ყველაზე მეტად, "ჩვენი ოფისი" მოსწონს. ეს არცაა გასაკვირი - მიშა ხომ ამ სერიალის სცენარისტი და პროდიუსერია!.. "ფორმულა კრეატივი" სულ მალე მაყურებელს ახალ იუმორისტულ სერიალს შესთავაზებს. მიშა გვპირდება, რომ გემოვნების თვალსაზრისით, ახალი სერიალიც ძალიან კარგი იქნება.
- მიშა, გემოვნების გამო გიკამათიათ?
- მხოლოდ გემოვნებაზე ვკამათობ ხოლმე. ფაქტებზე საკამათო აღარაფერია. გემოვნებაზე კამათი ჩხუბამდე და ფიზიკურ ძალადობამდე არ მისულა.
- ბოლო დროს ალბათ პოლიტიკაზე კამათობდით ყველაზე ხშირად...
- პოლიტიკაზე მგონი, მძაფრი კამათები აღარ არის. დამთავრდა ის დრო. პოლიტიკოსების ერთმა თაობამ ამოწურა საკუთარი თავი. მათ აბსულუტური მარგინალიზაცია განიცადეს. უკვე მოდის ახალი პოლიტიკური ელიტა, რომელიც ალბათ ახალ კამათებს გამოიწვევს.
- თქვენმა მეგობარმა შონზომ გადაწყვიტა, პოლიტიკაში წასულიყო, თქვენს "გემოვნებაში" მოღვაწეობის ეს სფერო არ ჯდება?
- მე არ წავსულვარ პოლიტიკაში და ამით ყველაფერია ნათქვამი.
- იყო შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, პოლიტიკაში წასულიყავით?
- "შემოთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! პოვნა" ძალიან ადვილია და პოლიტიკაში წასვლას მაინცდამაინც შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ სჭირდება - ხმამაღლა უნდა დაიყვირო რამდენიმე ფრაზა, მერე ვიღაც მოვა და პლაკატს მოგიტანს. პოლიტიკაში წასვლაზე ჯერჯერობით არ მიფიქრია. მგონია, რომ ძალიან ხალისიანი და ბედნიერი ცხოვრებით ვცხოვრობ.
- პოლიტიკოსები ბედნიერები და ხალისიანები არ არიან?
- ჩემი აზრით, პოლიტიკოსი ცხოვრების დიდ ნაწილს სამშობლოზე მჭმუნვარე ფიქრში უნდა ატარებდეს და თუ ასე არ ხდება, მაშინ მისი არ მესმის.
- ბოლო დროს რას საქმიანობთ?
- ვაკეთებ სერიალს - "ჩვენი ოფისი", რომელიც საქართველოს ისტორიაში ყველაზე გემოვნებიანი სერილია.
- ცოტა ხმამაღალი ნათქვამი ხომ არ არის?..
- ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ეს რეალობაა. "ჩვენი ოფისი" ყველაზე ინტელექტუალური და გამოვნებიანი სერიალია და თუ ვინმეს ეს არ ესმის, მას გულწრფელად თანავუგრძნობ. ასეთ ადამიანებს მოვუწოდებ, იკითხონ ბევრი წიგნი და მეტი ინფორმაცია მიიღონ სამყაროს შესახებ. იმისთვის, რომ მიხვდნენ, კარგი რა არის. ჩემი დროის უდიდეს ნაწილს ვუთმობ მუშაობას სერიალზე - "ჩვენი ოფისი", რომლის პროდიუსერიცა და სცენარისტიც ვარ. გარდა ამისა, დავიწყეთ ახალი სერიალი. ამ ახალ სერიალზე, გემოვნების თვალსაზრისით, შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ნორმალურია. იმედი მაქვს, შევძლებთ მაყურებლისთვის ისეთი მასობრივი პროდუქტისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! შეთავაზებას, რომელიც გულისამრევად უგემოვნო არ იქნება.
- რა ჟანრის სერიალია?
- კომედიური სერიალია ოჯახზე. ჩავატარეთ მსახიობების კასტინგი. სერიალი ივნისის შუა რიცხვებიდან გავა ეთერში.
- კონკურენტ სერიალებზე რას იტყვით? როგორ ფიქრობთ - გემოვნებით არის გაკეთებული?
- ჩვენი კონკურენტი სერიალია "მხოლოდ შენ", რომელიც "იმედზე" გადის ზუსტად იმ დროს, როცა "ჩვენი ოფისია" ეთერში. მას ჩვენს სერიალზე არანაკლები რეიტინგი აქვს, რაც ცუდად მეტყველებს არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ ლათინურ-ამერიკულ ქვეყნებზეც. მაგრამ ჩვენ ჩვენი პრობლემა ვიდარდოთ, ლათინურ-ამერიკული ქვეყნები საკუთარ თავს მიხედავენ. თუ კონკურენტ სერიალად "შუა ქალაქს" დავასახელებთ, გეტყვით, რომ არც უმაგისობაა. "შუა ქალაქში" არის "ბრჭყვიალა", კარგად შეფუთული, "სამარხვო" იუმორისტული სერიალი.
- "სამარხვო" რატომ შეარქვით? რადგან სერიალში ეროტიკული სცენები არ არის?..
- არა მხოლოდ ეროტიკული სცენები. "შუა ქალაქში" არაფერია "სახსნილო". მე ცოტა სხვანაირი ცხოვრების წესით ვცხოვრობ და შაბათ-კვირას არ მჭირდება ტელევიზიით იმის ყურება, რომ ამქვეყნად ყველაფერი კარგადაა. პირიქით - მაინტერესებს, როგორია რეალობა. თუმცა კარგად მესმის იმ მაყურებლების, რომლებიც ამ სერიალს უყურებენ. მარკეტინგული პროდუქტია. მაგრამ ჩემს გემოვნებაში ეს სერიალი არ ჯდება.
- ალბათ ამის ბრალია, რომ თქვენს სერიალში ხშირად ხუმრობთ და კბენთ "შუა ქალაქს"...
- მაგარი სიტყვა თქვით - "კბენა". ამ შემთხვევაში, ცუდი ზმნის მოძებნის კონკურსი რომ ყოფილიყო, მეორე ადგილზე გახვიდოდით.
- პირველზე რომ გავსულიყავი, რომელი ზმნა უნდა მეთქვა?
- პირველ ადგილზე გასვლას მეტი ამბიცია და გამბედაობა სჭირდება, ვიდრე თქვენ მიუდექით ამ საკითხს... ჩვეულებრივი ამბავია: მე რომ ვიყო ბერძენი კოსმონავტი, ისეთივე მიდგომა მექნებოდა "შუა ქალაქის" მიმართ, როგორიც ახლა მაქვს. მე არ მომწონს არაფერი, რაც არ ემსახურება იმას, რომ შეცვალოს სამყარო. მე ეპატაჟისტი ვარ. მიყვარს ისეთი რამეების ნახვა, რაც არ მინახავს და მინდა ისეთი რამის ნახვა, რისი წარმოდგენაც ადრე არ შემეძლო.
ხელოვნებაში 4 ტიპის გმირები არსებობენ: ზეადამიანები ანუ სუპერგმირები (მაგალითად სპაიდერმენი, ზორო, ბაში-აჩუკი); დაკარგული სულები - გარკვეული უნარით აღჭურვილი ადამიანები, რომლებიც აღმოჩნდნენ კანონის "მეორე მხარეს" (ამის მაგალითებია: "დათა თუთაშხია", "კარლიტოს გზა", "სახენაიარევი"; ისინი საზოგადოებასთან წინააღმდეგობაში მოდიან); მესამე ტიპის გმირები ვართ ჩვენ და ჩვენი მეგობრები, რომლებსაც ყოველდღიურად ვხედავთ; "შუა ქალაქში" სწორედ ასეთი ადამიანების ცხოვრებას ასახავს და ჩემთვის საინტერესო არ არის. "ჩვენს ოფისში" გვყავს მყუდრო, რომელიც ზეადამიანი ანუ სუპერგმირია. მისი მსგავსი გმირი არსად გეყოლებათ ნანახი. გემოვნებიანი უმცირესობა განსაზღვრავს ხოლმე ხვალინდელ დღეს.
- თქვენ "ვა-ბანკის" წამყვანი იყავით; შეგიძლიათ, გულახდილად მიპასუხოთ კითხვაზე - როდის უფრო მოგწონდათ გადაცემა, ახლა, როცა დუტას მიჰყავს, თუ მაშინ, როცა თქვენ მიგყავდათ?
- დუტა უფრო "ადაპტირებული" ქართველი ტელეწამყვანია. გამოცდილია დროსა და სივრცეში და ყველანაირად შემოწმებულია. ის ყოველთვის ამართლებს ჩანაფიქრს. თავისთავად, როდესაც ეკრანზე 100 კილოგრამზე მეტი წონის წამყვანი ჩანს, უკვე ეპატაჟია, რაც ნიშნავს იმას, რომ გამხდრები და სიმპათიურები თავიანთ სიმაღლეზე ვერ დგანან პროფესიონალური თვალსაზრისით, თორემ მსუქან კაცს არ უნდა ნიშნავდნენ წამყვანად... მე რომ მიმყავდა გადაცემა, ცუდი შეფასება არ მომისმენია. ვიტყოდი, როცა მე მიმყავდა ეს გადაცემა, უფრო საინტერესო იყო, იმიტომ, რომ ახალი სახე ვიყავი. თუმცა დუტას გამოჩენამ შოუს დამატებითი სიხალისე შესძინა და ის, რასაც ადამიანები იუმორს ეძახიან.
- წამყვანი 100 კილოგრამზე მეტი არ უნდა იყოსო, თქვით და რადგან ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ გურმანი ხართ.
- მე გურმანი კი არა, ღორმუცელა ვარ. სულ ვცდილობ, ჩემი ღორმუცელობა გურმანობად გარდავქმნა, მაგრამ არ გამომდის. საკვების მიმართ პრეტენზიული არ ვარ. მთავარია, საჭმელს არ ჰქონდეს ბევრი ქონი და ცხიმი, თორემ ვერ შევჭამ, სხვა ყველაფერს დიდი სიამოვნებით გეახლებით.
- ყველაზე დიდი სიამოვნებით როგორ საკვებს მიირთმევთ?
- გააჩნია, წელიწადის რა დროა. გაზაფხულზე - ჩაქაფულის სეზონია, ზაფხულში - ყველაზე გემრიელი საჭმელია - კარტოფილი, ყველი, კიტრის და პომიდვრის სალათა; ზამთარში - შემწვარი ხორცი, განსაკუთრებით, ღორის ხორცი ყველაზე გემრიელია.
- თავად გეხერხებათ საჭმელების მომზადება?
- შემიძლია შევწვა კვერცხი და ქათამი. "ჩიჟი-პიჟისაც" მოვამზადებ. აჯაფსანდალსაც გავაკეთებ. ახლა რომ ვუკვირდები, ამ საჭმლის მომზადება დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს.
- ბოლო დროს საყურეს ატარებთ. თქვენს გარეგნობაში ასეთი ცვლილების შეტანა რატომ გადაწყვიტეთ?
- ასეთი გადაწყვეტილება ჩემს ხასიათზე მეტყველებს. ეს ჩვეულებრივი აქსესუარია. თქვენ ხომ გიკეთიათ საყურე და მოგწონთ?! მეც მომწონს და ხანდახან ვიკეთებ. ყოველდღიურად ვერ ვატარებ - რატომღაც, ვერ მოვირგე. ერთი დავკარგე, ერთიც გამიტყდა. საყურის ტარების გამოცდილება არ მაქვს და ალბათ იმიტომ.
- ყურის გახვრეტაზე დიდხანს იფიქრეთ?
- არა, ეს სპონტანური გადაწყვეტილება იყო. მიყვარს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც აიძულებს ადამიანებს, ცოტა სხვა კუთხით შეხედონ გარკვეულ სტერეოტიპებს. მაგალითად, ის სტერეოტიპი, რომ საყურე უკეთიათ პედერასტებს, ჩემი აზრით, სრული იდიოტიზმია. ვინც ეს მოიფიქრა, არის სულელი. უფრო სწორად, ფინანსურად დაინტერესებული ადამიანია. დიდი ხანია, ბევრი ადამიანი მიცნობს; იციან ჩემი ხასიათი და ისიც იციან, რომ პედერასტი არა ვარ. მე თუ გავიკეთებ საყურეს, შესაბამისად, ყველა მიხვდება, რომ საყურე მარტო პედერასტებს არ უკეთიათ. შეიძლება, ჩვეულებრივ ადამიანს მოუნდეს საყურის გაკეთება. სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა ჩემი ამ ნაბიჯით. გარდა იმისა, მომწონდა ჩემს ცხოვრებაში ასეთი სიახლე. გარეგნობაში ცვლილების შეტანა ყველას სჭირდება. სამწუხაროდ, აღარ მაქვს ისეთი თმა, რომ შემოქმედებითად მივუდგე ჩემს ვარცხნილობას. სტუდენტობისას გრძელ თმას ვატარებდი, რომელიც ხშირად შეკრული მქონდა.
- კიდევ რა აქსესუარს ატარებთ?
- თუ გამახსენდა, ქორწინების ბეჭედს ვიკეთებ. ყოველთვის მიკეთია ნათლობის ჯვარი. რამდენიმე საათი მაქვს, ყველა მათგანი ძალიან მომწონს. უბრალო და იდიოტური მობილური მაქვს, რომელიც თავის ფუნქციას გადასარევად ასრულებს. კარგი ტელეფონი მქონდა და დამემტვრა, იმიტომ, რომ აქსესუარების მოფრთხილების უნარი არა მაქვს. სამწუხაროდ, ისეთი ფულის პატრონი არა ვარ, რომ მანქანა გახდეს ჩემთვის "აქსესუარი" და იძულებული ვარ, მხოლოდ გადაადგილების საშუალებად გამოვიყენო. ტროსტს არ ვატარებ. ქოლგა მანქანაში მაქვს, რომელიც ფილმის გადაღებისას დაგვჭირდა და ვიყიდეთ. მას მერე ჩემს მანქანაშია, თუმცა არ ვიყენებ.
- მანქანა "აქსესუარად" რომ იქცეს, რომელი ფირმის გინდა, რომ გყავდეს?
- არც ერთ მანქანაზე არ ვოცნებობ. როცა ამდენი საოცნებო რამ არსებობს მსოფლიოში და შენ "იაგუარზე" ან "ფერარიზე" ფიქრობ, დეგენერატი უნდა იყო. ვოცნებობ იმაზე, რომ მსოფლიოში ომები აღარ იყოს.
- მახსოვს, ერთხელ ინტერვიუში მითხარით, - რამდენიმე წლის წინ მეგობრებთან ერთად, მუსიკალური ჯგუფი მქონდა, სადაც დასარტყამ ინსტრუმენტზე ვუკრავდიო. ახლა თუ ახერხებთ მუსიკისთვის დროის დათმობას?
- "ფორმულა კრეატივთან" ჩამოყალიბებულია ჯგუფი "დერმიშები". თუ მაქვს დრო, მათ რჩევას ვაძლევ და ვიღებ ისეთ სიამოვნებას, რასაც ერთ დროს დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრისას ვიღებდი. ახლა უფრო მსმენელი ვარ, ვიდრე მუსიკის შემქმნელი.
- როგორ მუსიკას უსმენთ?
- ისეთს, რომელსაც ქართულ მსმენელთა უმრავლესობა "როკებს" ეძახის (იცინის). ძირითადად, როკის მსმენელი ვარ.
- კითხვისთვის დრო გრჩებათ?
- ნაკლებად.
- ბოლოს რა წაიკითხეთ?
- ახლა ინგლისური ენის ლექსიკონს "ვკითხულობ". ბოლოს წავიკითხე "მეკარის შიში თერთმეტმეტრიანის წინ". ცოტა უცნაური წიგნი იყო, მაგრამ მაინც წავიკითხე. დიდად აღვფრთოვანდი-მეთქი, ვერ ვიტყვი. ჰანდგე არის ავტორი. თუ იტყვი თბილისურ სნობებში, რომ ეს წიგნი წაკითხული გაქვს, ერთიორად აიწევს შენი რეიტინგი. შეგიძლია მოიტყუო თამამად, რომ წაკითხული გაქვს, იმიტომ, რომ არავის აქვს წაკითხული, ზოგიერთი "მაზოხისტის" გარდა (იცინის).
- საყვარელი მწერალი გყავთ?
- ძალიან ბევრი. რომელ წიგნსაც ვკითხულობ, იმის ავტორი არის იმ მომენტში საუკეთესო მწერალი. ერთი პერიოდი ძალიან მომწონდა მიხაილ ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა". მერე მივხვდი, რომ სისულელე იყო, 17 წლის ბიჭი რომ ვამბობდი, - ჩემი საყვარელი მწერალი ბულგაკოვია-მეთქი. 17 წლის ასაკში ამას რომ ამბობ, ე.ი. აფერისტობ და პოზა გიჭირავს. წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე პაულო კოელიოს "ალქიმიკოსმა". ამას წიგნისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! სნობები არ აღიარებენ ხოლმე, მაგრამ მე აქაც ორიგინალური ვიქნები და ვიტყვი, რომ ძალიან მომეწონა. კიდევ ძალიან ბევრი წიგნი მომწონს - ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. იმდენი კარგი რამაა შექმნილი მწერლობაში, რომ მარტო ერთი ვერ მოგეწონება. ასი წიგნი მაინც ძალიან მომწონს. მათ შორის, ქართველებიც არიან. ძალიან მომეწონა აკა მორჩილაძის "სანტა ესპერანსა". ალბათ იმიტომ, რომ მწერალმა ამ ნაწარმოებში ჩემი ბავშვობის ოცნების სამყარო აღწერა.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)