მონტანას შტატში თვითმფრინავი დაიკარგა, რომელშიც ჟურნალისტები იმყოფებოდნენ

მონტანას შტატში თვითმფრინავი დაიკარგა, რომელშიც ჟურნალისტები იმყოფებოდნენ

"ასოშიეითიდ პრესის" ცნობით, აშშ-ის მონტანას შტატში მსუბუქი ერთმოტორიანი თვითმფრინავი Piper დაიკარგა. თვითმფრინავის ბორტზე ოთხი ადამიანი, მათ შორის გაზეთ Daily Inter Lake-ის ორი ჟურნალისტი იმყოფებოდა.

თვითმფრინავი ქალაქ კალისპელის აეროპორტიდან კვირას საღამოს აფრინდა და უკან აღარ დაბრუნებულა. საფრენი აპარატი ამერიკის მოქალაქე სონი კლესმა დაიქირავა, რათა ნაციონალური ყინულოვანი პარკი დაეთვალიერებინა. მისი მგზავრები იყვნენ ჟურნალისტები მილესა ვივერი და ერიკა ხოფერი. მათთან ერთან ბორტზე ვინმე ბრაიან უილიამსიც იმყოფებოდა.

Daily Inter Lake-ში აღნიშნავენ, რომ ჟურნალისტებს დასვენების დღეები ჰქონდათ და ისინი გაზეთის დავალებას არ ასრულებენ. თვითმფრინავის ძებნა ორშაბათს დილით დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა. საფრენი აპარატი ბოლოს კვირას, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე დაინახეს.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები