როგორც ჩანს, გავრცელებული ხმები თინას ორსულობის შესახებ არ ყოფილა ყურით მოთრეული. ყოველთვის ფორმაში მყოფი ტელეწამყვანი, გამუდმებით რომ სპორტულ დარბაზებში დადის და სხეულზე ზრუნავს, ბოლო დროს იშვიათად ჩნდება მომდგარ სამოსში.
ამას წინათ კი მოულოდნელად გამოჩნდა შავ მოტმასნილ კაბაში, რომელმაც მის მომრგვალებულ მუცელს კიდევ უფრო გაუსვა ხაზი.
- თინა მართლა ორსულად ხომ არ არის? - დაიწყეს გარშემო ჩურჩული.
- არა, ალბათ უფრო წარუმატებელი სამოსის ბრალია, - დაიცვა ვიღაცამ.
შეიძლება მართლაც უბრალოდ მოეშვა, იქნებ, ამ სიცხეში ვარჯიშიც ეზარება და მართლა ჩვეულებრივი პატარა ღიპი აქვს?!
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)