ოპრა უინფრის ცხოვრების შესახებ სატელევიზიო ფილმს გადაიღებენ

ოპრა უინფრის ცხოვრების შესახებ სატელევიზიო ფილმს გადაიღებენ

ცნობილმა პროდუსერმა ლარი ტომპსონმა სატელევიზიო ფილმის გადაღება გადაწყვიტა, რომელიც ცნობილი ტელეწამყვანის ოპრა უინფრის ცხოვრებასა და კარიერას მიეძღვნება, იტყობინება The Hollywood Reporter. 2-დან 4 სააათამდე ქრონომეტრაჟის მქონე ფილმი კიტ კელის მიერ დაწერილ უინფრის ბიოგრაფიაზე იქნება დაფუძნებული.

ფილმი ეკრანებზე 2011 წლის სექტემბერში გამოვა და ლეგენდარული თოქ-შოუს დასრულების თარიღს დაემთხვევა, რომელიც უინფრის 1986 წლიდან მიყავდა. გადაცემის ბოლო გამოშვება ეთერში 2011 წლის 9 სექტემბერს გავა და თოქ-შოუს 25-ე სეზონს დახურავს.

ოპრა უინფრის პირველი თოქ-შოუ ეთერში 1986 წლის 8 სექტემბერს გავიდა. გადაცემამ უკვე დაამყარა რეკორდი, როგორც ყველაზე ხანგრძლივმა შოუმ ტელევიზიაში. სულ ცოტა ხნის წინ უინფრი შოუ-ბიზნესის სამყაროში ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიის სათავეში აღმოჩნდა, რომელსაც ჟურნალი Forbes ყოველწლიურად აქვეყნებს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები