ამერიკულმა ტელევიზიებმა ეთერში ბილწსიტყვაობის უფლება დაიბრუნეს

ამერიკულმა ტელევიზიებმა ეთერში ბილწსიტყვაობის უფლება დაიბრუნეს

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ ხელისუფლების ბრძანება გააუქმა, რომელიც ტელეეთერში უწმაწურად ლაპარაკს კრძალავდა. სასამართლოს განცხადებით, ამგვარი ბრძანება ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. როგორც BBC იტყობინება, 2004 წელს მიღებული საკანონმდებლო ნორმის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ეთერში უწმაწურ სიტყვას იხმარდნენ, მაუწყებელს დააჯარიმებდნენ.

წესების გამკაცრების გადაწყვეტილება ტელეკომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ მას შემდეგ მიიღო, რაც 2003 წელს პოპულარულ ჯგუფ U2-ს ლიდერმა პოლ ჰიუსონმა, იგივე ბონომ, "ოქროს გლობუსით" დაჯილდოვების ცერემონიაზე ბილწსიტყვაობა დაიწყო. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ იმ ბრძანებულებამ თავის დროზე მასმედია გარკვეულწილად შეზღუდა.

ადრე ტელეარხები Fox, IBC, NBC და CBS მოითხოვდნენ, ნათლად ჩამოყალიბებულიყო, თუ რა ითვლებოდა არაკორექტულობად პირდაპირ ეთერში და ამავე დროს აცხადებდნენ, რომ მიღებული კანონი სიტყვის თავისუფლებას ზღუდავდა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები