კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
18:28 / 23-07-2010
ბურჯანაძემ ”რუსთავი 2”-ის, ”პრაიმ თაიმისა” და ”დრონი ჯი”-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს”-ს მთავარი საბჭოს წევრმა თემურ მურღულიამ დღეს, საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის , გაზეთ ”პრაიმ თაიმისა” და ”დრონი ჯი”-ს წინააღმდეგ ნინო ბურჯანაძის სარჩელი შეიტანა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აღნიშნულ მედიასაშუალებებს პატივისა და ღირსების შელახვისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის უჩივის. საქმე ეხება მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის გარემოცვამ და კრემლთან დაახლოებულმა რუსმა ბიზნესმენებმა, მილიონ 800 ათასი ამერიკული დოლარი გადაურიცხეს ნინო ბურჯანაძის მეუღლის ბადრი ბიწაძის ერთ-ერთ მეგობარს. მედიის ცნობით, აღნიშნული თანხა უშუალოდ ბადრი ბიწაძემ მიიღო,
თანხის ნაწილით კი ბურჯანაძემ წყნეთში ახალი აგარაკი შეიძინა, რასაც ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი კატეგორიულად უარყოფს. 

როგორც მურღულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბურჯანაძე ითხოვს, ერთის მხრივ, ამ მედია საშუალებებისგან მხოლოდ ცრუ ინფორმაციის უარყოფას ყოველგვარი ზარალის ანაზღაურების გარეშე. მეორეს მხრივ, პროკურატურისგან მოითხოვს დაიწყოს გამოძიება, რადგან ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ ეს უწყება ვალდებულია რეაგირება მოახდინოს ისეთ დანაშაულზე, როგორიცაა სახელმწიფო ღალატი.

”თუმცა, საქმის არსი არის ნათელი - ეს არის ხელისუფლების მიერ შეკვეთილი კიდევ ერთი კამპანია, რომელიც ემსახურება ჩვენი ლიდერისა და პარტიის დისკრედიტაციას”, - აღნიშნა მურღულიამ. მისივე განცხადებით, ”დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენლები არ დაიღლებიან სასამართლოში მისვლით და საკუთარი უფლებების დაცვით, რათა ყველამ გაითავისოს, რომ უსაფუძვლო და უმართებულო განცხადებების გაკეთება არ შეიძლება.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მსგავსი სიახლეები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
23:19 / 01-10-2014  Image ევროსაბჭომ თავზე დააფურთხა ქართველ ხალხს - დემურ გიორხელიძე
ევროსაბჭოს რეზოლუცია სამარცხვინოა ევროსაბჭოსათვის!
23:37 / 01-10-2014  Image მე მას ვატკინე, ვგრძნობ ამას - მარიამ როინიშვილი პირად ცხოვრებაზე
მომღერალმა აღიარა, რომ "რაღაცით" ძმას გული ატკინა
17:28 / 01-10-2014  Image "თამარ გვერდწითელმა ცოლ-შვილიან კაცს ოჯახი მიატოვებინა" - რეალობა თუ რუსული მედიის ცილისწამება
55 წლის ნოვრუზ მამედოვის მეუღლემ ქმრის ღალატის შესახებ მედიისგან გაიგო
16:08 / 01-10-2014  Image ალა პუგაჩოვამ მაქსიმ გალკინი ღალატში გამოიჭირა - სკანდალის დეტალები
პრიმადონა გამოტყდა, რომ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტრაგედიაა.
15:22 / 01-10-2014  Image როგორ ემზადებიან "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილეები ახალი სეზონისთვის (+9 ფოტო)
+PHOTO: შოუს პრემიერა 7 ოქტომბერს შედგება