ბურჯანაძემ ”რუსთავი 2”-ის, ”პრაიმ თაიმისა” და ”დრონი ჯი”-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ბურჯანაძემ ”რუსთავი 2”-ის, ”პრაიმ თაიმისა” და ”დრონი ჯი”-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს”-ს მთავარი საბჭოს წევრმა თემურ მურღულიამ დღეს, საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის , გაზეთ ”პრაიმ თაიმისა” და ”დრონი ჯი”-ს წინააღმდეგ ნინო ბურჯანაძის სარჩელი შეიტანა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აღნიშნულ მედიასაშუალებებს პატივისა და ღირსების შელახვისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის უჩივის. საქმე ეხება მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის გარემოცვამ და კრემლთან დაახლოებულმა რუსმა ბიზნესმენებმა, მილიონ 800 ათასი ამერიკული დოლარი გადაურიცხეს ნინო ბურჯანაძის მეუღლის ბადრი ბიწაძის ერთ-ერთ მეგობარს. მედიის ცნობით, აღნიშნული თანხა უშუალოდ ბადრი ბიწაძემ მიიღო, თანხის ნაწილით კი ბურჯანაძემ წყნეთში ახალი აგარაკი შეიძინა, რასაც ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი კატეგორიულად უარყოფს. 

როგორც მურღულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბურჯანაძე ითხოვს, ერთის მხრივ, ამ მედია საშუალებებისგან მხოლოდ ცრუ ინფორმაციის უარყოფას ყოველგვარი ზარალის ანაზღაურების გარეშე. მეორეს მხრივ, პროკურატურისგან მოითხოვს დაიწყოს გამოძიება, რადგან ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ ეს უწყება ვალდებულია რეაგირება მოახდინოს ისეთ დანაშაულზე, როგორიცაა სახელმწიფო ღალატი.

”თუმცა, საქმის არსი არის ნათელი - ეს არის ხელისუფლების მიერ შეკვეთილი კიდევ ერთი კამპანია, რომელიც ემსახურება ჩვენი ლიდერისა და პარტიის დისკრედიტაციას”, - აღნიშნა მურღულიამ. მისივე განცხადებით, ”დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენლები არ დაიღლებიან სასამართლოში მისვლით და საკუთარი უფლებების დაცვით, რათა ყველამ გაითავისოს, რომ უსაფუძვლო და უმართებულო განცხადებების გაკეთება არ შეიძლება.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე