ვლადიმერ პოზნერი: რუსეთს საკუთარ სამშობლოდ ვერ აღვიქვამ

ვლადიმერ პოზნერი: რუსეთს საკუთარ სამშობლოდ ვერ აღვიქვამ

ცნობილ ჟურნალისტს ვლადიმერ პოზნერს მართლმადიდებლებმა და იუდეველებმა შეუტიეს, ტელეწამყვანს კრიტიკის ქარცეცხლი ჟურნალ "Cher Ami"-ის მიცემულ ინტერვიუში, მართლმადიდებლობაზე გამოთქმული შეხედულებების გამო დაატყდა.

პოზნერმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მართლმადიდებლობის მიღება რუსეთისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

"განვიხილოთ ევროპა და ქრისტიანული ქვეყნები. დღეს ქრისტიანობის სამი განშტოებაა: კათოლიციზმი, მართლმადიდებლობა და პროტესტანტობა. თუკი ევროპის სახელმწიფოების დავახარისხებთ ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა: დემოკრატია, ცხოვრების დონე და ხარისხი, ამ მაჩვენებლებით პირველ ადგილზე პროტესტანტული ქვეყნები აღმოჩნდებიან. მეორეზე - კათოლიკური ქვეყნები, ბოლო ადგილს კი ისეთები დაიკავებენ, როგორიცაა: რუსეთი, ბულგარეთი და ა.შ. ეს შემთხვევითი არაა, რადგან მართლმადიდებლობა შედარებით ბნელი და დახურული რელიგიაა", - განუცხადა ჟურნალს პოზნერმა.

ინტერვიუში პოზნერი, რომელმაც ეკლესია საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას შეადარა და პოლიტიკასა და განათლებაში ჩარევის გამო გააკრიტიკა, აღიარებს, რომ რუსეთს თავის სამშობლოდ ვერ აღიქვამს.

რუსეთის მართლმადიდებელ ექსპერტთა ასოციაციის ხელმძღვნელმა კირილ ფროლოვმა პოზნერს რადიო-ეთერით უპასუხა. მისი თქმით, პოზნერს რუსეთის "ათეიზმის ტოტალიტარული იდეოლოგიაში" დაბრუნება სურს.

"ამ ინტერვიუს აგრესიულ ცილისწამებად და გამოწვევად განვიხილავ, - განაცხადა ფრილოვმა, - მიმაჩნია, რომ ადამიანს, რომელიც რუსეთისა და მართლმადიდებლობის მიმართ ასეთი არალოიალურია, სახელმწიფო ტელეარხზე გადაცემა არ უნდა მიჰყავდეს". 

თავად პოზნერი, საკუთარ გამონათქვამებზე საზოგადოების მძაფრი რეაქციის გამო გაკვირვებულია.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით. 

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა