ლარი კინგი - გადამდგარი მეფე

ლარი კინგი - გადამდგარი მეფე

ლარი კინგმა, ამერიკული ტელევიზიის გიგანტმა, ტელეჟურნალისტიკის ლეგენდამ და ადამიანმა, რომელმაც ბოლო 25 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, მსოფლიოს თითქმის ყველა გამოჩენილი ადამიანისგან აიღო ინტერვიუ, დასვენება გადაწყვიტა. 29 ივნისს კინგმა განაცხადა, რომ შემოდგომაზე CNN-ზე მუდმივ სამუშაოს ბავშვებთან ურთიერთობაში გაცვლის.

76 წლის ჟურნალისტმა, რომელმაც მუშაობის მრავალი წლის განმავლობაში რადიოსა და ტელევიზიაში 40 ათასზე მეტი ინტერვიუ ჩაიწერა, შემოქმედებითი კარიერა 1957 წელს დაიწყო.

გამოუცდელი თანამშრომელი

ლოურენს ჰარვი ზეიგერი, რომელიც მოგვიანებით ლარი კინგი გახდა, ბრუკლინში დაიბადა. სკოლის დამთავრებიდან, რომელიც არ უყვარდა, ძალიან მალე, ფლორიდაში წავიდა რადიოში სამუშაოდ მოსაწყობად. ეს წარმატებული იდეა, როგორც მომავალმა აჩვენა, კინგს კომპანია CBS-ის თანამშრომელმა მიაწოდა. მან უამბო ახალგაზრდა ყმაწვილს, რომ ფლორიდის რადიოსადგურში გამოუცდელ თანამშრომლებს იღებდნენ.

სინამდვილეში ყველაფერი ისე არ აღმოჩნდა, როგორც CBS-ის კეთილმოსურნე თანამშრომელმა უთხრა. ლარი კინგს მაიამი-ბიჩის რადიოსადგურ WAHR-ში, სანამ იქ ვაკანტური ადგილი გამოჩნდებოდა, დამლაგებლად და დამხმარე მუშად მოუხდა მუშაობა. კინგმა ხელიდან არ გაუშვა თავის გამოჩენის საშუალება. მისი პირველი ეთერი 1957 წლის 1 მაისს შედგა - ლოურენს ზეიგერი მუსიკის ფონზე დილის 9 საათიდან შუადღემდე რადიომსმენელებს ლაპარაკით ართობდა. სწორედ WAHR-ში დაიბადა ზეიგერის ახალი გვარი: რადიოსადგურის მმართველმა ლოურენსს ურჩია, "ეთიკური" ფსევდონიმი შეერჩია. გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, წამყვანის მზერა გაზეთ Maiami Herald-ში დაბეჭდილ "სამეფო ღვინის გაყიდვის" რეკლამაზე შეჩერდა. იმ წუთიდან ინგლისელი ებრაელისა და ბელორუსი ემიგრანტების შვილი ლარი კინგის სახელით გახდა ცნობილი.

მალე ნიჭიერმა კინგმა ინტერვიუს ჟანრიც შეითვისა, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოუტანა. მაიამის რადიოსადგურ WIOD-ისთვის იგი ღია ეთერში ერთ-ერთი რესტორნის სტუმრებთან საუბრობდა. პირველ რესპონდენტი, ვისთანაც კიგნმა გასაუბრება მოახერხა, დაწესებულების ოფიციანტი აღმოჩნდა. უჩვეულო შოუს დაწყებიდან ორი დღის შემდეგ იგი შემთხვევითობამ იხსნა: რესტორანში იმ დროისთვის ცნობილმა მომღერალმა ბობი დარინმა შეიარა. ამ ფაქტმა სათავე დაუდო კინგის "ვარსკვლავურ" ინტერვიუებს. WIOD-ის პროგრამის წყალობით ჟურნალისტი ადგილობრივ მცხოვრებლებში პოპულარული გახდა.

რადიოში მუშაობიდან სამი წლის შემდეგ ლარი კინგმა მაიამის ერთ-ერთ ტელეარხზე საკუთარი საკვირაო საღამოს შოუს წაყვანის უფლება მიიღო. ფლორიდის ტელემაყურებლებმა პროგრამა მალე აღიარეს. თავად კინგი თავის წარმატებას თოქშოუს წამყვანსა და კომედიურ მსახიობ ჯეკი გლისონს უმადლის. ისინი სხვადასხვა "წონით" კატეგორიაში იმყოფებოდნენ - მომავალი ლეგენდა წარმატებისკენ მაშინ მხოლოდ გზას იკვლევდა, კომიკოსი კი ქვეყანაში უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი ადამიანი იყო. მიუხედავად ამისა, გლისონი კინგის გადაცემით დაინტერესდა და თავის ახალგამომცხვარ კოლეგას ყველა საიდუმლო შეასწავლა, მათ შორის დეკორაციის აწყობაც.

გლისონის დახმარების შედეგად კინგმა სტუდიაში ფრენკ სინატრას მიწვევა მოახერხა, რომელიც იმ დროს მასობრივ საინფორმაციო პროგრამებს გამიჯვნოდა.

ბინძური კამპანია

1970-იანი წლების დასაწყისში კინგს კარგად იცნობდნენ ფლორიდაში, იგი ადგიოლბრივი ამერიკული საფეხბურთო გუნდ Maiami Dolphins-ის სპორტული კომენტატორიც იყო.

1971 წელს კინგი 5 ათასი დოლარის ქურდობაში დაადანაშაულეს და რადიოსადგურები, გაზეთები და ტელეარხები მის მომსხაურებაზე უარს ამბობდნენ. ამ ბინძური კამპანიის ინიციატორი გახდა ფინანსისტი ლუი ვულფსონი, რომელიც კანონგარეშე მაქინაციებით იყო ცნობილი. ფინანსისტი ამტკიცებდა, რომ კინგმა ჟურნალისტური გამოძიებისთვის გამოყოფილი თანხა მიითვისა...

უკვე 1972 წლის მარტში კინგს სარჩელის ხანდაზმულობის გამო ყველა ბრალდება მოუხსნეს, მაგრამ გარკვეული ეჭვი დარჩა და ეს ნაწილობრივ ვულფსონის დამსახურებაც იყო. ფაქტობრივად, კინგი პოლიტიკისა და მნიშვნელოვანი საკითხების მიღმა დარჩა. მან არ მიატოვა საყვარელი საქმე და ყურადღება სპორტულ გადაცემებსა და ჟურნალისტური სტატიების წერაზე გაამახვილა.

1978 წელს ლარი კინგმა პროფესიონალი მოსაუბრის რეპუტაციის აღდგენაზე დაიწყო ზრუნვა და ახალი სიმაღლეებიც დაიპყრო. ეროვნული დონის რადიოსადგურზე საკუთარი შოუ გააკეთა. გადაცემა ხუთ საათზე მეტხანს გრძელდებოდა, აქედან სამი საათი სტუდიაში მიწვეულ სტუმრებს ეთმობოდა, დანარჩენ დროს კინგი რადიომსმენელების ზარებს იღებდა და ბოლოსთვის საკუთარ აზრს პროგრამის თემატიკის გარშემო გამოთქვამდა.

სწორედ რადიოსადგურ Mutuol gadio Network-ზე დახვეწა თავისი საფირმო მანერა, რომელიც შემდეგ ტელეეკრანზე გადაიტანა.

კინგის გადაცემა რადიოსადგურ Mutual Radio Network-ში წარმატებით სარგებლობდა, მაგრამ ნამდვილი აღიარება როგორც აშშ-ში, ისე ქვეყნის გარეთ მას მოუტანა CNN-ის წინადადებამ მოემზადებინა. საკუთარი ყოველდღიური თოქშოუ Larry King Live. პროგრამა პირველად ეთერში 1985 წლის 3 ივნისს გავიდა, კინგის სტუმარი კი ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი მარიო კუომო გახდა. 60-წუთიანი შოუ ამერიკულ ტელევიზიაში პირველი პროგრამა გახდა, რომელიც მაყურებელთა ზარებს იღებდა და ხშირად არსებითად ძაბავდა სიტუაციას სტუდიაში.

ლარი კინგმა გადაწყვიტა არ შემოფარგლულიყო ერთი თემატიკით და სტუდიაში ყოველდღე სხვადასხვა ადამიანს ეპატიჟებოდა - პოლიტიკოსებისა და მუსიკოსებიდან დაწყებული, შეშლილებით დამთავრებული, რომლებიც ამტკიცებდნენ, უცხოპლანეტელებმა მოგვიტაცესო.

ფრთხილი ინერვიუერი

მსოფლიოს რუკისა და ფერადი წერტილების ფონზე, რაც გადაცემის ისეთივე სიმბოლო გახდა, როგორც კინგის ხრახნიანი, გაფუჭებული მიკროფონი, ჩნდებოდნენ ამერიკის პრეზიდენტები, როლანდ რეიგანიდან დაწყებული, სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელები, პოპვარსკვლავები, ბიზნესმენები, კინომსახიობები, მწერლები, კატასტროფებისა და სხვა მასშტაბური მოვლენების თვითმხილველები და ყველა ადამიანი, ვისი აზრიც საინტერესო იყო ამერიკელებისთვის მოცემულ მომენტში.

ამ რაოდენობის გამოჩენილ ადამიანთან გასაუბრება ვერც ერთმა ტელეწამყვანმა ვერ მოახერხა და გაურკვეველია შეძლებს კი ყოველივეს როდისმე ვინმე.

რადიოსა და ტელევიზიაში მუშაობის მრავალი წლის განმალვობაში ლარი კინგმა მუშაობის უკონფლიქტო, შოუს სტუმრებთან მოქცევის მშვიდი მანერა გამოიმუშავა, რაც მას გადაცემაში მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პიროვნებების მიწვევის საშუალებას აძლევდა. თანამედროვე თოქშოუს წამყვანებისგან განსხვავებით, კინგი თავს არ "ესხმის" თავის სტუმრებს, მათ გულახდილ აღიარებას ბოროტულად არ იყენებს და სტუმარს უხერხულ მდგომარეობაში არ აგდებს, მხოლოდ ფრთხილად, რუდუნებით აქცევს საუბარს საჭირო კალაპოტში. თავად კინგმა ოდესღაც ახსნა, რომ გადაცემისთვის წინასწარ არასოდეს ემზადება, განსახილველ თემაზე მხოლოდ ზერელე წარმოდგენა აქვს და იძულებულია, შოუს მსვლელობისას დაწვრილებით გამოკითხოს თავისი სტუმრები. იგით თავს ჟურნალისტად არ მიიჩნევს, ამჯობინებს, თავის საქმინაობას იდუმალი სიტყვა "გიგანტი" უწოდოს.

Larry King Live-ის ეთერში გასვლის 25 წლის განმავლობაში, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო ყველაფერი მოხდა. კინგი ეხუმრებოდა მათ, ვისთან ხუმრობასაც თავს უფლებას ვერავინ მისცემდა, თავისი საფირმო მშვიდი მანერით იმ საკითხებზე იწყებდა ლაპარაკს, რომლის წამოჭრაც მიუღებელია. მისი პროგრამა ტელევიზიით გადაიცემოდა როგორც ჩანაწერის, ისე ღია ეთერის სახით. სტუმრებთან ინტერვიუს კინგი ყველა შესაძლო საშუალებით იღებდა: ტელეფონით, ვიდეოკავშირით, ქუჩაში და თეთრ სახლშიც კი.

ლარი კინგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უჩვეულო სტუმარი ვლადიმირ პუტინი გახდა, რომელთან ტელეინტერვიუც რუსეთის ტელეარხებზეც კი თითზე ჩამოსათვლელია. 2000 წელს, ახალარჩეულმა პრეზიდენტმა პუტინმა კინგის მრავალ შეკითხვას უპასუხა, რომელთა შორისაც ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, რომლის ციტირებაც უკვე ათი წელია იმეორებენ. ინტერვიუ წყალქვეშა გემ "კურსკის" კატასტროფის შემდეგ შედგა და კინგს არ შეეძლო არ ეკითხა, რა იყო რუსული გემის დაღუპვის მიზეზი. პუტინმა სიტუაციისთვის შეუფერებელი ღიმილით უშფოთველად უპასუხა: "გემი ჩაიძირა".

ლარი კინგის შოუს სამახსოვრო მომენტი უამრავი იყო, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ისტორიაში სტუმრების სიტყვები კი არ შედიოდა, არამედ მათი, ტელეეკრანებზე გამოჩენა. მაგალითად, 1990-იანი წლების შუა წლებში.

მაგალითად, 90-იან წლებში კინგმა შეუძლებელი მოახერხა იორდანიის მეფე ჰუსეინთან, იასირ არაფატთან და ისრაელის პრემიერთან იცხაკ რაბინთან პროგრამა ჩაწერა. 2007 წელს კინგის ტელერადიომაუწყებლობაში მუშაობის 50 წლის იუბილეზე, მასთან ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ამერიკის მთავარი "ცუდი გოგონა" პერის ჰილტონი მივიდა. კინგის, როგორც ინტერვიუერის უმაღლეს კლასზე ირანის ლიდერ მაჰმუდ აჰმადინეჯადესთან CNN-ში 2008 წელს წაყვანილი ეთერიც მეტყველებს.

ლარი კინგისთვის, თავისი მხრებში მოხრილობით, სპეციფიკური ხმის ტებმრითა და განუყრელი აჭიმებით (წამყვანმა ერთხელ აღიარა, რომ ისინი 150 ცალი მაინც ექნება), არა ერთხელ დაუცინიათ მასობრივ კულტურაში, ამასთან იმ გადაცემებშიც, რომელშიც კინგიც მონაწილეობდა. ჟურნალისტმა ყოველთვის იცოდა თავის შემოქმედებით ხასიათთან დისტანციის დაჭერა და ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ კარგად ესმოდა რა განსხვავება იყო სატელევიზიო წამყვან ლარი კინგსა და ნამდვილ ლოურენს ზეიგერს შორის, რომელმაც რვაჯერ იქორწინა შვიდ ქალბატონზე.

ამერიკის ყველაზე პოპულარულ თოქშოუს წამყვანს არც ისე წარმატებული პირადი ცხოვრება აქვს. ერთადერთი მისი ქორწინება, რომელმაც ცხრა წელზე მეტხანს გასტანა, არც ისე დიდი ხნის წინ კინაღამ დაიშალა - კინგმა და შონ საუსვიკ-კინგმა 2010 წელს გაყრაზე შეიტანეს საბუთები. უკანასკნელ მომენტში წყვილმა გადაწყვიტა, არ მიეღოთ ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება, მაგრამ ის, რომ კინგის ოჯახში ყველაფერი წესრიგში არ არის, რაუსვიკ-კინგის ახლანდელი სუიციდის მცდელობა იყო. კინგის წყვილი ორ ბიჭუნას ზრდის. საერთოდ ლარი კინგს შვიდი შვილი ჰყავს.

29 ივლისს კინგმა თავისი გადაცემის ეთერით, ფაქტობრივად, თავისი ცხოვრების მთავარი განცხადება გააკეთა - ეთერში გასვლიდან 25 წლის შემდეგ შოუ Larry King Live იხურება, CNN -ის არხი კი საღამოს გადაცემის ახალ წამყვანს მოძებნის. გადაწყვეტილება სრულიად გასაგებია: კინგი CNN-ს წელიწადში 7 მილიონი დოლარი უჯდება, წარსულში ეტალონური პროგრამის რეიტინგი კი ყოველწლიურად ეცემა.

76 წლის წამყვანის შემცვლელს შემოდგომამდე მოძებნიან, შემდეგ კი უცვლელობის გამო გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრილი ცნობილი შოუ (Larry King Live 25 წლის განმავლობაში, ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე წამყვანს მიჰყავს) ტელეეკრანებიდან გაქრება. თავად კინგი, რა თქმა უნდა, არ დაიკარგება და დროდადრო CNN-ის განსაკუთრებული სტუმრებისგან ინტერვიუებს აიღებს.

ამბობენ, ტელევიზიიდან წასვლის გადაწყვეტილება კინგმა თავად მიიღო, არხის ხელმძღვანელებს მასზე არავითარი ზეწოლა არ მოუხდენიათ, მისი გაგება შეიძლება: ათობით ათასი ინტერვიუს შემდეგ ახალ ადამიანებთან ლაპარაკი არც ისე საინტერესოა, როგორც ბეისბოლის მინდვრებზე შვილების წარმატებაზე თვალის მიდევნება.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები