საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გაზეთები "ალია" და "ასავალ-დასავალი" "ათასგვარ სიბინძურეს" შეადარა.
”თქვენ ნახეთ შარშან როგორ სწრაფად იყო ლიკვიდირებული სამხედრო გადატრიალების მცდელობა. მუხროვანის ნაწილში იყო შემორჩენილი ძველი დროის ხალხი, რომლებიც ისხდნენ და გაზეთებს ”ალიას”, ”ასავალ-დასავალს” და ათასგვარ სიბინძურეს და ჭორს კითხულობდნენ. ეს იყო ახალი და ძველი საქართველოს დაპირისპირება, იმ შემთხვევაში ახალმა საქართველომ გამოაჩინა თავისი ძალა და პატრიოტიზმი”, - აღნიშნა სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროში სტუმრობისას.
პრეზიდენტის თქმით, სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს საზოგადოების ყველაზე ღირსეული ნაწილია.
”საქართველოში ყველაზე მეტად ფასობს ის ვინც თავს სწირავს ქვეყნისთვის”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.