ტელეწამყვანი, რომელიც საკუთარი შოუს რეიტინგისთვის ადამიანებს კლავდა, გარდაიცვალა

ტელეწამყვანი, რომელიც საკუთარი შოუს რეიტინგისთვის ადამიანებს კლავდა, გარდაიცვალა

ბრაზილიელმა ტელეწამყვანმა - 52 წლის უოლეს სოუზამ, რომელიც საკუთარი შოუს რეიტინგის გაზრდის მიზნით, მკვლელობებს უკვეთავდა, სიცოცხლე ქალაქ სან-პაულუს საავადმყოფოში დაასრულა. მისი გარდაცვალების მიზეზი ღვიძლის ქრონიკული დაავადება გახდა. ამის შესახებ გაზეთი "Новые известия" იტყობინება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ტელეწამყვანი ნარკომაფიის დაპირისპირებული ჯგუფების წევრთა მკვლელობებს უკვეთავდა. მან 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ყველამ შეამჩნია, რომ მისი გადაცემის გადამღები ჯგუფის წევრები დანაშაულის ადგილზე მეტისმეტად ოპერატიულად ჩნდებოდნენ. ხშირად ისინი პოლიციასაც ასწრებდნენ მისვლას.

ტელეწამყვანი მისმა ყოფილმა ხელქვეითმა - ტელეშოუს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა გასცა. მან აღიარა, რომ უფროსის ბრძანებით ერთი ადამიანი მოკლა.

თავად წამყვანი ყოველთვის უარყოფდა ამ ბრალდებას და აცხადებდა, რომ ყველაფერში მისი კონკურენტები იყვნენ დამნაშავენი, რომლებიც, თითქოს, მისთვის სახელის გატეხას ცდილობდნენ. ის ასევე აღნიშნავდა, რომ პოლიციას დამამტკიცებელი საბუთები არ გააჩნდა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები