ეუთოს კომისარმა მასობრივი საინფორმაციო საშუალების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა თავისი პირველი მოხსენება წარმოადგინა, რომელიც ეუთოს 56 სახელმწიფოში მასმედიის თავისუფლების ხარისხს შეეხებოდა. ამ მხრივ საყოველთაო მოწონება ისლანდიამ დაიმსახურა, საყვედურები კი აზერბაიჯანმა მიიღო, - წერს ავსტრიული Die Presse.
მიატოვიჩის თქმით, საერთო სურათი ეუთოს ქვეყნებში ”არასახარბიელოა”. მას განსაკუთრებით რიგ სახელმწიფოებში ინტერნეტის თავისუფალი ხელმისაწვდომობა აღელვებს. ამ მხრივ პრობლემებია თურქეთში, უზბეკეთსა და თურქმენეთში.
მიატოვიჩმა ყურადღება აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენებზეც გაამახვილა, სადაც გაზეთ Realny Azerbaijan-ის მთავარ რედაქტორს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს განაჩენი უკანონოა.
შექება ისლანდიამ დაიმსახურა. თუკი ამ ქვეყნის ხელისუფლებამ ჟურნალისტთათვის შექმნილი ”დამცავი პაკეტი” აამოქმედა, ის ”მსოფლიოში გამოხატვის თავისუფლებისა და ჟურნალისტიკის დაცვის საუკეთესო საშუალება” იქნება, - განაცხადა ეუთოს წარმომადგნლმა.
მომზადებულია Die Presse-ს მიხედვით.