ტელეკომპანია "რუსთასვი 2"- ის ჟურნალისტი, ნათია ბანძელაძე პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ნათია ბანძელაძემ განუცხადა, პრესსამსახურში მუშაობას უკვე ოფიციალურად შეუდგა.
ნათია ბანძელაძემ პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობაზე ალანა გაგლოევა შეცვალა.
ალანა გაგლოევამ კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კვლავ პრესის მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას.