ქსენია სობჩაკი: სააკაშვილი პუტინის გამოსახულებიან ჩემს მაისურს თვალს არ აშორებდა და აშკარად უკმაყოფილო იყო

ქსენია სობჩაკი: სააკაშვილი პუტინის გამოსახულებიან ჩემს მაისურს თვალს არ აშორებდა და აშკარად უკმაყოფილო იყო

რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავმა ქსენია სობჩაკმა საქართველოში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მიზეზი პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრა იყო. როგორც ტელეწამყვანმა აღნიშნა, სააკაშვილს ჯერ თბილისში შეხვდა, შემდეგ კი  თვითმფრინავით ბათუმში ერთად გაფრინდნენ. საერთო ჯამში, საქართველოში სობჩაკმა ორი დღე დაჰყო.

ინტერნეტ-გამოცემა lifenews-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ქსენიამ აღიარა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისთვის შეგნებულად, პუტინის გამოსახულებიანი მაისური ჩაიცვა, რადგან იცოდა, როგორი რეაქცია ექნობოდა ამაზე სააკაშვილს. სობჩაკის თქმით, სააკაშვილი მის ”მკერდს თვალს არ აშორებდა და აშკარად უკმაყოფილო იყო". 

"მითხრა, რომ პუტინი მისი ქვეყნის მტერია, რაზეც ვუთხარი: ხომ ამბობთ, რომ დემოკრატიული ქვეყანა გაქვთ. მე, როგორც რუსეთის მოქალაქეს, ხომ მაქვს უფლება, ჩემი საყვარელი პრემიერ-მინისტრის პორტრეტიანი მაისურით გესტუმროთ?", - განაცხადა სობჩაკმა.

რაც შეეხება შეხვედრის დეტალებს, ტელეწამყვანის თქმით, ის კარგად იყო ორგანიზებული და საქართველოს პრეზიდენტმა მას 5 საათი დაუთმო. სობჩაკის თქმით, თვითმფრინავით მგზავრობისას სააკაშვილმა მას პირადად შეუკრა უსაფრთხოების ღვედი, როდესაც ფრენის შიშმა აიტანა.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"