ბელორუსში ოპოზიციური ვებ-გვერდის "Хартия'97"-ის დამაარსებელი გარდაცვლილი იპოვეს

ბელორუსში ოპოზიციური ვებ-გვერდის "Хартия'97"-ის დამაარსებელი გარდაცვლილი იპოვეს

ბელორუსიაში ოპოზიციური ვებ-გვერდის "Хартия'97"-ის დამაარსებელი და ხელმძღვანელი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოლეგ ბებენინის გვამი 3 სექტემბერს მინსკთან ახლოს მის აგარაკზე აღმოაჩინეს. ამჟამად შემთხვევის მიზეზების გამოძიება მიმდინარეობს, ამის შესახებ ვებ-გვერდის ჟურნალისტ ნატალია რადინაზე დაყრდნობით სააგენტო "Regnum"-ი იტყობინება.

ოლეგ ბებენინი 1974 წელს დაიბადა. მან ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა. 1990-იან წლებში გაზეთ "Имя"-ს მთავარი რედაქტორის მოადგილედ მუშაობდა.

1998 წელს ჟურნალისტმა პორტალი "Хартия'97"-ი დააარსა და სიკვდილამდე მისი შეუცვლელი ხელმძღვანელი იყო. მას მეუღლე და ორი ვაჟი დარჩა.

პორტალ "Хартия'97"-ზე მკითხველები სვამენ კითხვებს, თუ რა შეიძლება გამხდარიყო ბებენინის უეცარი გარდაცვალების მიზეზი. ინფორმაციის არარსებობის გამო ვრცელდება ხმები, რომ მისი, როგორც ოპოზიციური ჟურნალისტის, თავიდან მოშორება პოლიტიკური მოტივით შეეძლოთ.

სააგენტო "Интерфакс"-ი სამართალდამცველ ორგანოებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "ბებენინის გარდაცვალების კრიმინალურ ვერსიებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია".

მომზადებულია regnum.ru-ს მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები