ოფიციალური მინსკი ჟურნალისტ ბებენინის გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობას ასახელებს

ოფიციალური მინსკი ჟურნალისტ ბებენინის გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობას ასახელებს

სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზის შედეგების თანახმად, ოპოზიციურად განწყობილი ბელორუსი ჟურნალისტის ოლეგ ბებენინის სიკვდილის მიზეზი თვითმკვლელობაა, - ამის შესახებ დზერჟინსკის რაიონის პროკურორი იუწყება.

საიტის "ქარტია 97"-ის რედაქტორი ნატალია რადინა ამ ვერსიას სარწმუნოდ არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ჟურნალისტს ჯანმრთელობასთან, ან ოჯახთან დაკავშირებით პრობლემები არ ჰქონდა: "ზუსტად ვიცი, რომ ოლეგს დიდი გეგმები ჰქონდა. ის ძალიან სიცოცხლისმოყვარული, დიდი პროფესიონალი და საიმედო ადამიანი იყო".

პარასკევს ოლეგ ბებენინი მინსკის სიახლოვეს, საკუთარ აგარაკზე გარდაცვლილი იპოვნეს. 36 წლის ჟურნალისტი ოპოზიციური საიტის "ქარტია 97"-ის დამაარსებელი და ხელმძღვანელი იყო. 1990-იან წლებში ის ბელორუსის დამოუკიდებელი გაზეთის "იმიას" მთავარი რედაქტორის თანაშემწედ მუშაობდა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა