ლარი კინგმა ახმადინეჯადისგან ინტერვიუ აიღო

ლარი კინგმა ახმადინეჯადისგან ინტერვიუ აიღო

22 სექტემბერს ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ ახმადინეჯადი CNN-ის ლეგენდარული ტელეწამყვანის ლარი კინგის გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა. თემა ირანში დაკავებული ამერიკის მოქალაქეები და ისლამური რესპუბლიკის ლიდერისა და ბარაკ ობამას შესაძლო შეხვედრა იყო.

აშშ-ის მოქალაქეები შეინ ბაუერიმ სარა შურდი და ჯოშუა ფეტელი 2009 წლის 31 ივლისს ირანელმა მესაზღვრეებმა ქვეყნის დასავლეთ რაიონში დააკავეს. მოგვიანებით ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცნობა გაავრცელა, რომ აშშ-ის მოქალაქეებს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ბრალდებათ.

ლარი კინგის კითხვაზე, თუ როდის გაათავისუფლებენ ტყვეობაში დარჩენილ 2 ამერიკელს, ახმადინეჯადმა განაცხადა, რომ ყველაფერი მოსამართლეზეა დამოკიდებული, რომელიც ვერდიქტის გამოსატანად დაკავებულთა საქმეს სწავლობს.

"მე ამ პროცესზე გავლენა არ მაქვს", - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

ტელეწამყვანმა ახმადინეჯადს ასევე ჰკითხა, არის თუ არა ის მზად პრეზიდენტ ობამასთან შესახვედრად, თუკი ასეთი შესაძლებლობა იქნება.

"ყველაფერი გარემოებებზეა დამოკიდებული. ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე მასთან თავისუფალი დიალოგისთვის მზად ვართ. ვფიქრობ, ობამას გაეხარდება, თუკი სხვა სახელმწიფოთა წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების თანდასწრებით ჩვენ შეხედულებებზე ვისაუბრებთ... ვიმედოვნებ, შეხვედრა პოზიტიური იქნება და დაგვეხმარება მრავალი პრობლემის გადაჭრაში", - განაცხადა მაჰმუდ ახმადინეჯადმა.

მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები