დემოკრატების მხარდაჭერის გამო NBC-ის ტელეწამყვანი სამსახურიდან დაითხოვეს

დემოკრატების მხარდაჭერის გამო NBC-ის ტელეწამყვანი სამსახურიდან დაითხოვეს

აშშ-ის სამაუწყებლო ქსელის MSNBC-ის  წამყვანმა კიტ ოლბერმანმა დემოკრატების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის გამო სამსახური დაკარგა.

საინფორმაციო საიტის "Politico"-ის ინფორმაციით, ტელეწამყვანმა დემოკრატიული პარტიის სამი კანდიდატის საარჩევნო ფონდში ფული გადარიცხა.

როგორც MSNBC-ის ხელმძღვანელმა ფილ გრიფინმა განაცხადა, ოლბერმანი არც გადაცემას წაიყვანს და არც ხელფასი შეუნარჩუნდება, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის შუალედური არჩევნების გაშუქების დროს ის არხის საუკეთესო წამყვანი იყო.

"NBC-ის საინფორმაციო პოლიტიკის ინტერესების გათვალისწინებით, გადავწყვიტე ის გადაცემას ჩამოვაშორო", - განაცხადა გრიფინმა. 

ოლერმანი და მისი კოლეგა რეიჩელ მედოუ ტელეკომპანია NBC-ის ყველაზე ცნობილი სახეები არიან.

ვაშინგტონში BBC-ის კორესპონდენტის ჯონ დაიმონდის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში საინფორმაციო არხები ბოლო დროს სულ უფრო პოლიტიზირებული ხდება, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები