პუტინი ლარი კინგის კარიერას ”დაასრულებს”

პუტინი ლარი კინგის კარიერას ”დაასრულებს”

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი თავისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე ამერიკულ ტელეარხ CNN-ს ინტერვიუს მეორედ მისცემს და ის ცნობილი ტელეწამყვანის - ლარი კინგის შოუში 1 დეკემბერს ადგილობრივი დროით 21:00 საათზე გავა. ინტერვიუ ტელეხიდის რეჟიმში გაიმართება.

პუტინის ინტერვიუს შესახებ ინფორმაცია რუსეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა. პრემიერი ამერიკელ ტელეწამყვანს 40-წუთიან ინტერვიუს მისცემს, თუმცა საუბრის თემები უცნობია. ლარი კინგი თავისი მოულოდნელი კითხვებით არის ცნობილი.

პუტინთან ინტერვიუ ლეგენდარული ჟურნალისტისთვის ბოლო იქნება. გადაცემის დახურვის შესახებ, რომელიც მას 25 წელი მიჰყავდა, ლარი კინგმა წელს ზაფხულში განაცხადა. 

შეგახსნებთ, რომ ვლადიმერ პუტინი ლარი კინგის შოუში პირველად 2000 წლის სექტემბერში მონაწილეობდა. მაშინდელი ინტერვიუდან კურსკის შესახებ დასმული შეკითხვა ყველას განსაკუთრებულად დაამახსოვრდა. "იცით რა დაემართა თქვენს წყალქვეშა ნავს?", - იკითხა ჟურნალისტმა. პუტინმა კი უპასუხა: "ის ჩაიძირა".

Video

პუტინი ლარი კინგის კარიერას დაასრულებს

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ლარი კინგის შოუ, როგორც ყველაზე ხანგრძლივი საავტორო გადაცემა, გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.

ამ შოუში მკაცრად აკირიტიკებდნენ პოლიტიკოსებს, მუსიკოსებს, სპორტსმენებსა და მსახიობებს. ბოლო საიუბილეო გადაცემაში წამყვანს ლედი გაგა, ბილ გეითსი და აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა ჰყავდა მიწვეული.

ოფიციალური სტატისტიკით, ლარი კინგის კარიერა 30 000 ინტერვიუს ითვლის.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები