პირველი ჟურნალი მოძრავი გარეკანით

პირველი ჟურნალი მოძრავი გარეკანით

გამოცემა Marie Claire-მა მსოფლიოში პირველი ჟურნალი გამოუშვა, რომელსაც მოძრავი გარეკანი აქვს - გარეკანზე ჰარი პოტერის სათავგადასავლო ფილმების მონაწილე ემა უოტსონია გამოსახული.

ჟურნალმა ახალი ნომრის პირველ გვერდზე მოსახვედრად 20 წლის ემა უოტსონი შემთხვევით არ შეარჩია - რედაქციას ეს იდეა ჰარი პოტერის ჯადოსნურმა სამყარომ შთააგონა, სადაც ადამიანები ფოტოებზე მოძრაობენ.

გარეკანზე თეთრ კაბაში გამოწყობილი უოტსონი კამერის წინ მოკრძალებულად ზის და მხარზე ხელი უდევს, პერიოდულად კი მსუბუქად იცვლის პოზას, თვალებს ახამხამებს და ამოისუნთქავს.

ჯერჯერობით უცნობია, ჟურნალის ასეთი გაფორმება ერთჯერადი იქნება, თუ ტრადიციად იქცევა. 

ჟურნალში დაბეჭდილ ინტერვიუში ახალგაზრდა მსახიობი ყვება, თუ რა სირთულეების გადალახვა მოუხდა სამსახიობო კარიერის მანძილზე.

"მეტისმეტად ბევრი თავისუფლება მქონდა, - განაცხადა უოტსონმა, - მუშაობა 10 წლის ასაკში დავიწყე, 17 წლიდან კი საცხოვრებლად ცაკლე გადავედი. საკუთარ თავს დამოუკიდებლად ვირჩენდი და მსოფლიოში ვმოგზაურობდი".

ემა უოტსონის მონაწილეობით "ჰარი პოტერის" ბოლო ნაწილი ეკრანებზე 2011 წლის ზაფხულში გამოვა.

Video

პირველი ჟურნალი მოძრავი გარეკანით

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები