შვეიცარიული "მწვანე ალტერნატივა" საქართველოს მთავრობას გარემოს დაცვის სამინისტროს დაშლისთვის უჩივის

შვეიცარიული "მწვანე ალტერნატივა" საქართველოს მთავრობას გარემოს დაცვის სამინისტროს დაშლისთვის უჩივის

თოქშოუ "რეზიუმეს" მთავარი თემა გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია იქნება.

გარემოს დაცვითი ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივა" ჟენევაში, გაერო-ს კონვენციის სამდივნოში ხელისუფლების წინააღმდეგ საჩივარს აგზავნის.

"მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი, ხელისუფლებას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ საჯარო განხილვების გარეშე მიღებაში ადანაშაულებს.

რა შეთანხმება დაარღვია სახელმწიფომ და დარჩა თუ არა უფუნქციოდ გარემოს დაცვის სამინისტრო.

დიანა ტრაპაიძის თოქშოუს სტუმრები არიან გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე, "მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი და პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის წევრი ზაზა გამცემლიძე.

დაუსვით კითხვები გადაცემის მონაწილეებს ინტერნეტით პირდაპირ ეთერში და მიიღეთ პასუხები.

მოუსმინეთ და უყურეთ თოქშოუ "რეზიუმეს" ყოველ სამუშაო დღეს, 19:00-დან 20:00 საათამდე, რადიო "პალიტრის"ეთერში, ან უყურეთ არქივში 1-ლი მარტიდან.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები