"უცნობის" ტყეში გასვლის დამაგვირვინებელი აკორდი - 26 მაისი?

"უცნობის" ტყეში გასვლის დამაგვირვინებელი აკორდი - 26 მაისი?

გავრცელებული ინფორმაციით, მარტის შუა რიცხვებიდან ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ახალი რეალური შოუ გავა, რომლის მთავარი გმირი "უცნობი", მსახიობი და მომღერალი გია გაჩეჩილაძე იქნება. 

იგი თბილისის ახლოს, სავარაუდოდ, ზედაზნის ტყეში, კარავში დაბანაკდება და იქიდან ჩაერთვება "მაესტროს" პირდაპირ ეთერში. "უცნობი" ესაუბრება იმ ადამიანებს, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმით უკმაყოფილოა და "ტყეში გასვლა", ერთადერთ გამოსავლად მიაჩნიათ.

"უცნობს" თანდათან შეუერთდებიან თანამოაზრეები. იდეის ავტორების გათვლით, ამ აქციისა და "ქართული პარტიის" პოლიტიკური გააქტიურების დამაგვირგვინებელი აკორდი 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე უნდა იყოს.

ამ საკითხზე კომენტარისთვის გია გაჩეჩილაძესთან დაკავშირება ვერ შევძელით, "ქართული პარტიის" პრესსამსახურის წარმომადგენლის, ლია კამლაძის კომენტარი კი ასეთი იყო: "გია გაჩეჩილაძე ჩვენი პარტიის წევრი არ არის და ამიტომ მისი გეგმების შესახებ ვერაფერს გეტყვით".

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები