ლალი მოროშკინას ალეკო შალამბერიძე გატყავებით ემუქრება

ლალი მოროშკინას ალეკო შალამბერიძე გატყავებით ემუქრება

ტელეჟურნალისტსა და მწერალ ლალი მოროშკინას სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ალეკო შალამბერიძის მუქარის წერილები მისდის. როგორც მოროშკინა აცხადებს, შალამბერიძე მას გატყავებით ემუქრება.

"2011 წლის დეკემბერში გაიხსნა ჩემი მაღაზია, რომელშიც ბეწვით გაწყობილი სამამულო წარმოების საქონელი იყიდებოდა. სეზონის დახურვისთანავე მაღაზიაც დაიხურა. მიუხედავად ამისა, არ ცხრება აჟიოტაჟი და ძალადობა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რამაც საბოლოოდ შეურაცხმყოფელი ხასიათი მიიღო. შეიქმნა საიტი სახელწოდებით "Anti-Fur Coalition - დავამზადოთ ლალი მოროშკინასაგან ქურქი", სადაც საკმაოდ გააქტიურდნენ ადამიანები. ცხოველები უყვართ? კი ბატონო! მაგრამ ალბათ, დამეთანხმებით, რომ ეს სათაური ძალადობის ნიშნებს კი არა, პირდაპირ ძალადობას შეიცავს", - განაცხადა ლალი მოროშკინამ.

მოროშინას თქმით, მისი გატყავების და მისგან ქურქის დამზადების მსურველი ვინმე ალეკო შალამბერიძეა, რომელიც "ამბები.გე"-ს ინფორმაციით, "ხალხის პარტიის" ყოფილი ლიდერი ალეკო შალამბერიძე გამოდგა.

როგორც ლალი მოროშკინამ "ამბები.გე"-ს განუცხადა, მას "ფეისბუქზე" ალეკო შალამბერიძე "ძუძუშკინათი" მოიხსენიებდა.

"განსაკუთრებით საწყენი იყო ჩემთვის ბატონი ალეკო შალამბერიძის აქტიურობა. ბატონო ალეკო, რაც მე მომწერეთ, ეგ შეგიძლიათ საკუთარი ცოლისგან დაამზადოთ, რა თქმა უნდა, თუ ძალიან არ გაგეწელებათ ხარშვის პროცესი", - ამბობს მოროშკინა.

"ამბები.გე" ალეკო შალამბერიძეს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ ის უერთდება იმ ჯგუფს, რომლებიც ცხოველების წამებას ეწინააღმდეგებიან.

"ბეწვეულთან დაკავშირებით პროტესტს გამოვხატავ და მეც ვუერთდები იმ ჯგუფს, ვინც ამ საკითხს აპროტესტებს. კი არ უნდა გავატყავოთ, უფრო მეტიც - სკალპელით თავის ქალაც უნდა ავხადოთ, ფრჩხილები უნდა დავაცალოთ და მისგან ჩანთები და რედიკულები დავამზადოთ. ყველანაირად ვიბრძვი, რომ ასეთი პროცესები შევაჩეროთ საქართველოში და მხარს ვუჭერ ამ ჯგუფს", - განაცხადა ალეკო შლამბერიძემ.

ლალი მოროშკინას ბეწვეულის მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით, ადრე, შვილების გატყავებითაც ემუქრებოდნენ. 

მაშინ მას "ფეისბუქზე" ცხოველთა უფლებების დამცველმა მისწერა, რომ თუ ის ბეწვეულის მაღაზიას არ დახურავდა, შვილებს გაუტყავებდა.

გოგა ბერიძე

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები