"ინტერპრესნიუსის" ვებგვერდის გათიშვის მიზეზად სპეციალისტები ტექნიკურ პრობლემას ასახელებენ

"ინტერპრესნიუსის" ვებგვერდის გათიშვის მიზეზად სპეციალისტები ტექნიკურ პრობლემას ასახელებენ

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ვებგვერდი www.ipn.ge რამდენიმე საათია, გათიშულია.

"ინტერპრესნიუსის" ჰოსთინგპროვაიდერის, "ინტელკომჯგუფის" წარმომადგენლის, ზაზა ძაძამიას განმარტებით, გათიშვის მიზეზი ტექნიკური პრობლემა გახდა.

კერძოდ, როგორც ძაძამიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პრობლემა სერვერებს შორის ინტერნეტის გამანაწილებლის, ე.წ. როუთერის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.

მისივე თქმით, საინფორმაციო სააგენტოს ვებგვერდი გამართულ მუშაობას დაზიანებული გამანაწილებლის შეცვლის შემდეგ, სავარაუდოდ, ერთ საათში შეძლებს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები