საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის, ბიძინა ივანიშვილს საეთერო დრო დაუთმოს

საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის, ბიძინა ივანიშვილს საეთერო დრო დაუთმოს

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახური თანახმაა, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს საეთერო დრო დაუთმოს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ხათუნა ბერძენიშვილმა განუცხადა.

"არ არის პრობლემა, მაგრამ ეთერში თავად ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს. ჩვენ პოლიტიკური თოქ-შოუების სამი ფორმატი გვაქვს და ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია, მოვიწვიოთ სტუდიაში, მაგრამ თავად ბიძინა ივანიშვილი და არა - მისი პრესცენტრი ან ნდობით აღჭურვილი პირი. მან თავად უნდა უპასუხოს იმ შეკითხვებს, რომლებზეც მიაჩნია, რომ საზოგადოებაში ბუნდოვანებაა", - განაცხადა ხათუნა ბერძენიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანმა, ირაკლი ტრიპოლსკიმ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი 14 ოქტომბრიდან მზად არის, საზოგადოებრივ არხზე ნებისმიერ ფორმატში გასცეს პასუხი ჟურნალისტების შეკითხვებს.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები