აშშ-ში ჟურნალისტი საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო სამსახურიდან დაითხოვეს

აშშ-ში ჟურნალისტი საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო სამსახურიდან დაითხოვეს

აშშ-ში რადიოსადგურ National Public Radio-ს წამყვანი ლიზა სიმეონე, ვაშინგტონში "დაიკავე უოლ სტრიტის" მსგავსი აქციის ორგანიზებისთვის სამსახურიდან დაითხოვეს. ლიზა პროგრამა "ოპერის სამყაროს" უძღვება. სხვა გადაცემის პროდიუსერებმა ჟურნალისტის საქმიანობაში დარღვევები ვერ აღმოაჩინეს.

"ჩემი შეხედულებით, შესანიშნავია, როდესაც საპროტესტო აქციის ორგანიზატორი ხარ, მაგრამ ამავდროულად ჟურნალისტობის უფლება არ გაქვს", - განაცხადა რადიოს პრეზიდენტმა მაიორა რენკინმა.

"მე ახალ ამბებს არ ვაშუქებ. არცერთ გადაცემაში, რომელიც მე მიმყავს, რეპორტიორი არ ვარ. მაშინ რისი უნდა ეშინოდეს National Public Radio-ს? რა გავაკეთე?", - აღნიშნავს სიმეონე.

ბალტიმორის მკვიდრი სიმეონე აცხადებს, რომ ის მოძრაობა "ოქტომბერი 2011"-ის საკოორდინაციო კომიტეტში მუშაობდა, რომელიც პენსილვანიის-ავენიუზე საპროტესტო აქციებს უწევდა ორგანიზებას.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები