რატომ დატოვა თამთა სანიკიძემ ტელეკომპანია "იმედი"

რატომ დატოვა თამთა სანიკიძემ ტელეკომპანია "იმედი"

ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკის" წამყვანმა თამთა სანიკიძემ ტელეკომპანია დატოვა. ზოგის თქმით, ჟურნალისტი ჰოლანდიაში მიემგზავრება სასწავლებლად. ზოგმაც - თამთას მიერ ტელეკომპანიის დატოვება ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გააქტიურებას დაუკავშირა - მის ახლო ნათესავს მიჰყვება ცოლადო. კულუარებში იმასაც ამბობენ, თამთა ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, მათე კირვალიძის შენიშვნის გამო განაწყენდაო. ამ ყველაფრის გასარკვევად თამთა სანიკიძეს დავუკავშირდით, რომელიც ძალიან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

- თამთა, რატომ დატოვე ტელეკომპანია "იმედი"?

- შექმნილ ვითარებაში ასე ვამჯობინე.

- შექმნილ ვითარებაში რას გულისხმობ?

- დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას. 14 ოქტომბრიდან ტელეკომპანია "იმედში" აღარ ვყოფილვარ. სწორედ ამ დღეს მქონდა ბოლო ეთერი. 

- რას აპირებ?

- სასწავლებლად მივდივარ საზღვარგარეთ.

- ამბობენ, თამთა სანიკიძე ცოლად ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავს მიჰყვება და ამიტომაც დატოვა ეს ტელეკომპანიაო...

- ტელეკომპანია "იმედიდან" იმიტომ წამოვედი, რომ მე, როგორც მოქალაქემ და, პირველ რიგში, როგორც ჟურნალისტმა, ჩემივე მორალიდან გამომდინარე, ამ ტელეკომპანაში ჩემი ადგილი ვერ დავინახე. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი არის პირადი ცხოვრებაც, თუმცა მიმაჩნია, რომ ჩემი გადაწყვეტილება მართებულია.

- მართლა ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავია შენი საქმრო?

- დიახ. ის ბიძინა ივანიშვილის ნათესავია.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები