დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგად თბილისში არსებულ პრესის გამავრცელებელ ჯიხურებს დახურვა ემუქრება. ამ დროისთვის დახურვის შესახებ მერიამ უკვე გააფრთხილა "მაცნეს" 12 ჯიხური, "პლანეტა ფორტეს" - 6, "ელვასერვისის” -1 და კერძო პირის 1 ჯიხური.
თბილისში ამჟამად არსებული პრესის გამავრცელებელი ჯიხურებიდან 22 ჯიხური "ელვასერვისს" (”მედიაპალიტრას”) ეკუთვნის, 40 ჯიხური "პლანეტა-ფორტეს" კუთვნილებაა (დამოუკიდებელი გამავრცელებელი), 72 - "მაცნეს" (დამოუკიდებელი გამავრცელებელი), 10 კი კერძო პირებს ეკუთვნის. დედაქალაქში ფუნქციონირებს 300-მდე "ვაიდდისტრიბუშენის" ე.წ. ”პრაიმტაიმის” ჯიხურები, რომელიც, სავარაუდოდ, დავით კეზერაშვილს ეკუთვნის.