ქსენია სობჩაკი "პირველ კავკასიურზე" გადაცემას წაიყვანს

ქსენია სობჩაკი "პირველ კავკასიურზე"  გადაცემას წაიყვანს

სკანდალური რუსი ტელეწამყვანი, ქსენია სობჩაკი რუსულენოვან ქართულ ტელეარხ "პირველ კავკასიურზე" გადაცემას წაიყვანს. სობჩაკის განცხადებით, ამ პროექტით იმიტომ დაინტერესდა, რომ ავტორები სიტყვის სრულ თავისუფლებას დაპირდნენ.

"იმედი მაქვს, საინტერესო და მნიშვნელოვან დისკუსიებს გავმართავთ. ვფიქრობ, ეს თავისუფალი ურთიერთობები ყველა ასაკისა და პოლიტიკური გემოვნების მქონე მაყურებელს დააკმაყოფილებს", - აცხადებს ტელეწამყვანი, რომელიც მაყურებელს მიუკერძოებლობას ჰპირდება.

გადაცემა სახელწოდებით, "მთავარი თემა" "პირველ კავკასიურზე" კვირაობით, ადგილობრივი დროით 23:00 საათზე გავა. თოქ-შოუში აქტუალურ და მნიშვნელოვან მოვლენებზე ორი განსხვავებული აზრის მქონე სტუმარი იმსჯელებს.

"მთავარი თემის" გადაღებები მოსკოვში გაიმართება.

ტელეკომპანია "პირველი კავკასიური" თბილისიდან რუსულ ენაზე მაუწყებლობს. მისი გადაცემების ხილვის საშუალება აქვთ რუსეთში, ბელორუსში, უკრაინასა და ბალტიის ქვეყნებში. არხი გადაიცემა ასევე ისრაელში, თურქეთში, ირანში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ცენტრალური აზიაში. ტელეკომპანიაში წამყვანებად მიწვეულნი არიან როგორც ადგილობრივი, ასევე რუსი და უკრაინელი ჟურნალისტები.

იხილეთ ვიდეო: სკანდალური ქსენია სობჩაკი ქართულ ტელეარხზე გადაცემას წაიყვანს

მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები