სოფო მდინარაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" დატოვა

 სოფო მდინარაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" დატოვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება "მოამბის" ჟურნალისტმა სოფო მდინარაძემ არხი დატოვა. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გავრცელებული ვიდეომასალის შემდეგ, მას მორალური უფლება არ ჰქონდა მაუწყებელში დარჩენილიყო.

"მას შემდეგ, რაც გავრცელებული კადრები ვიხილეთ, არ მქონდა მორალური უფლება, რომ ამ არხზე მემუშავა. ამ დღეების განმავლობაში, რაც მოხდა, ყველაფერს ობიექტურად ვაშუქებდით, უბრალოდ, მე აღარ მინდოდა ამ არხზე მუშაობა. ქვეყანაში არსებული სისტემის მიმართ გამიჩნდა პროტესტი. საბოლოო გადაწყვეტილება კი მიმაღებინა იმ კადრებმა, რაც ვნახეთ ამ ბოლო პერიოდში", - განაცხადა მდინარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები